Kesha's Blog

მაისი 22, 2009

წერილი მკითხველს #1 სახელწოდებით “გულახდილი…”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41
სახელწოდებით “გულახდილი…”

ვერ გეტყვით, რატომ გადავწყვიტე მთელი ამ სისულელის დაწერა, მაგრამ რაღაც არ მასვენებდა და… ახლა ვუზივარ წიგნებით, რვეულებით, ფურცლებით, დისკებითა და სხვა მრავალი უსარგებლო ნივთით სავსე მაგიდას… ჩემი მუზები ასეთ გარემოში იკეთებენ ხოლმე ბუდეს და წიგნების გორებზე შემომსხდარნი მესვრიან აზრებს…
ვიცი, აბსურდულ თემებზე გესაუბრებით, მაგრამ თუ არ წაიკითხავთ, არც ეს მეწყინება. ესე იგი, თქვენ ჩემნაირი არ ხართ, ხოლო არაჩემნაირებმა რომ ეს წაიკითხონ, მე თვითონაც არ მომეწონებოდა…
იცი, რა უცნაური ხასიათის ადამიანი ვარ? ყველა გარემოში სხვადასხვა ტყავს ვიცვამ და ვამართლებ ანდაზას “სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო”, მე კი ამას არამარტო სხვადასხვა ადგილებში ვაკეთებ, არამედ ყველა ადამიანთან სხვანაირი ვარ: სახლში ბუზღუნა, მეგობრებთან მხიარული (უფრო უკომპლექსო-გიჟური), სხვაგან გულჩათხრობილი, სულ სხვაგან კი – რომანტიკოსი და ფანტაზიორი… გააჩნია სადა ვარ და ვინ მყავს გვერდით. რაღაც ნდობის მაგვარზე ვარ დამოკოდებული და სხვადასხვა ადამიანებთან ჩემდაუნებურად სხვადასხვანაირად “ვიხსნები”. მგონი, ძალიან გულახდილი ვარ. არაფერია. მინდა, რომ უკეთ გამიცნოთ. გინდათ, გითხრათ, რა მომწონს? Ok: მომწონს მუსიკა ყოველთვის ყველაფერში ყველანაირი ფორმით. აი, ახლაც “Scorpions”-ის ლაღ როკს ვუსმენ და ვმშვიდდები; მომწონს მეფე ირაკლი ჩარკვიანი – მწერალი, მუსიკოსი და პიროვნება მთელი მისი მსოფლმხედველობით; მომწონს კანტის ფილოსოფიური მსჯელობა დაროსა და სივცეზე, როგორც წინასწარმეტყველების საშუალებაზე; მომწონს ქართველი მწერლები; მომწონს ჩემი კარიკატურა, ზალიკომ რომ დამხატა; კიდევ? კიდევ მომწონს ჩემი თავი დადებითი და უფრო უარყოფითი თვისებებითა და მძიმე ხასიათით (ნამდვილად არა ვარ თავმდაბალი); მომწონს ჩემი ამბიციურობა; მომწონს თბილისი “სინათლის ქალაქი” და გოგონები… ეს ჩემი “აქილევსის ქუსლია”; მომწონს პოპულარობა და ეს ისე მჭირდება, როგორც ჰაერი და წყალი; მომწონს უკომპლექსო, მეგობრული, კომუნიკაბელური და იუმორით აღსავსე ადამიანიბი. ისე, მკითხველო, შენ თუ ბოლომდე წაიკითხავ ამ აბდაუბდას, შენც მომწონხარ; თუ გამიგებ და იტყვი, როგორ მგავსო, მაშინ უნდა გაგიცნო.
თითქმის არ მაქვს პირადი ცხოვრება და არ მყავს ისეთი ახლობელი და საყვარელი ადამინი გვერდით, რომელიც შემიქმნიდა ჩემი პირადი ცხოვრების საძირკველს. ვარ საზოგადო, სახალხო ადამიანი, როგორც ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობარი იტყოდა. ვარ მეოცნებე… ოცნებების ასრულება-არასრულება რომ ფულზეა დამოკიდებული, გულს მიკუმშავს. მოკლედ ოცნებების 99% აუსრულებელი დამრჩენია და ეგ არის…
მყავს უამრავი ნაცნობი და მეგობარი, იმაზე მეტი ვიდრე შენ წარმოიდგინე ახლა გონებაში, მერწმუნე გაცილებით მეტი…
დაიღალე?
ეგ არ გამაგონო. დაღლა ყველაზე არასასიამოვნო რამაა ჩემთვის. ასე, რომ ყოველთვის მუშა მდგომარეობაში ვარ. შენც არ დაიღალო და იკითხე ისე სწრაფად, როგორც შეიძლია. იკითხე განურჩევლად ყველაფერი და ყოველთვის ჩაიწერე წაკითხული წიგნის სათაური, ავტორი და რამდენი ხნის განმავლობაში კითხულობდი. აგროვე ერთი შეხედვით გამოუდეგარი ნივთები, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგადგება. არასოდეს მოექცე სხვისი აზრის ქვეშ და, თუ რამეს იტყვი, არასოდეს შეიცვალო პოზიცია, თორემ, ჩემნაირი ადამიამიბი ჩათვლიან რომ უნებისყოფო ხარ. არ ილაპარაკო გაზეპირებული ფრაზებით. რასაც ამბობ შენი გულიდან უნდა მოდიოდეს, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ღამით, ძილის წინ, ფიქრისას არ დატუქსო შენი თავი შენივე სიტყვების გამო…
ისე, რომ იცოდე, ვხტავ კიდეც. ჩინელებს აქვთ ასეთი ტრადიცია (ან, მგონი ტიბეტელებს): როცა ბავშვი მიაღწევს 1-2 წლის ასაკს, წინ დაუდებენ სხვადსხვა ნივთს: წიგნი, ფუნჯი, სკიპტრა, ჩაქუჩი, თოხი, ხმალი და, რასაც აირჩევს დაუფიქრებლად და გაუაზრებლად (ამ ასაკში ადამიანი ხომ ინსტინქტებით მოქმედებს), ის იქნება მისი მომავალი პროფესიის იარაღი. ასე ირჩევდნენ დალაი ლამებსაც, თუკი ბავშვი სკიპტრას აიღებდა. ეს ტრადიცია, სხვათაშორის, ბებიაჩემსაც აქვს და პატარაობაში მეც გამოვუცდივარ: თავდაპირველად ამიღია ფუნჯები და საღებავები, მერე – წიგნი. ბოლოს ორივესთვის მომიკიდია ხელი და გულში ჩამიკრავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვამართლებ კიდეც ჩემს ინსტინქტურ ნაბიჯს და არცერთს არ ვტოვებ უყურადღებოდ.
სამომავლოდ ვუმიზნებ პოლიტიკაში. ბევრი მეუბნება, რომ პოლიტიკისთვის ზედმეტად მიამიტი და “სუფთა” ვარ. მაგრამ ეს ჩემი მიზანია… ძალიან მიყვარს ლაპარაკი არა?
დაიღალე?
დაგავიწყდა, რაც გითხარი?
კაგრი. ამჯერად შევწყვიტოთ… დანარჩენს მეორე წერილში მოგწერ…
მომავალ წაკითხვამდე…

Advertisements

8 Comments »

  1. რაებს ბჟუტურობ :|. ციცქნა

    კომენტარი by busx — მაისი 22, 2009 @ 01:41 | პასუხი

  2. აი, ვიცოდი, რომ რამე ეგეთ კომენტარს დაწერდი. ისე, მომავალი პოლიტიკოსისაგან არც მე დამეჯერება ასეთი “გულახდილობა”, მაგრამ მეგობრისგან… რეავი, რეავი… :p

    კომენტარი by zurriuss — მაისი 26, 2009 @ 01:41 | პასუხი

  3. au ara, gulit momwons sheni blogi. tan shenobit momartva vapshe magijebs. mokled, kargia 🙂
    shemdegi werili minda saswrafod, ase mgonia me mwer :)) 🙂

    კომენტარი by irina — ივნისი 3, 2009 @ 01:41 | პასუხი

  4. sakaifoa :)))) she chemnairo modi gamicani 😀 😀 😀

    კომენტარი by mate — ივნისი 5, 2009 @ 01:41 | პასუხი

  5. kochag !!!!

    კომენტარი by ninevia — სექტემბერი 8, 2009 @ 01:41 | პასუხი

  6. hi. gamosadeg informaciebs vezbdi xvalindeli sakontrolostvis da shen saits gadavawydi. didi dro wamartvi:) magram vagiareb rom damafiqre da gamaxare. komenterebshi wavikitxe ,bevri gwers chemnairi xaro.mec igives ganmeoreba miwevs. an ravici…ikneb arc xar egeti rogorc wer. ver warmomidgenia tanamedrove bichi ese uwvrilmandebodes yvelafers. martla didi siamovnebit meyoleboda “shennairi” megobari magram rogorc tkvi imdeni megobari gkavs….. mokled, var shentan shedarebit bevrad gaunatlebeli, chem tavshi gaurkveveli, ganvitarebad processhi myofi gogo(gamomexmauret visac dagainteresebt:):):):)) )

    კომენტარი by .... — თებერვალი 21, 2010 @ 01:41 | პასუხი

    • im asakshi roca amas vcerdi me piradad albat yvela ase vfikrobdit.. da yvelas azrebi met naklebad hgavs ertmanetisas.. es aseti asakia ubralod..

      zedmeti megobari ar arsebobs.. tu megobroba surs adamians raodenobas ra mnishvneloba akvs.. 🙂

      კომენტარი by kesha — თებერვალი 23, 2010 @ 01:41 | პასუხი

      • gamarjobaa…sheni gacnoba mindaa…chemii azrebii bevr rameshii emtxveva shens azrebs…. sheidzleba vimegobroot?

        კომენტარი by nino — დეკემბერი 27, 2012 @ 01:41


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: