Kesha's Blog

ივნისი 20, 2009

წერილი მკითხველს #4 სახელწოდებით”. . .”

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #4
სახელწოდებით”. . .”

დიდი ხანია, აღარაფერი დამიწერია და მგონი, ცარიელი ფურცლის შიშიც მაქვს… ამ დღეებში მრავალ რამეს მივხვდი და მრავალი ადამიანი დავინახე სხვა კუთხით… ხანგრძლივად სადმე წასვლა ადამიანებს აახლოებს და ერთმანეთის ბუნებას უფრო კარგად აცნობს. ორი დღე გავატარეთ ამხანაგებმა ქალაქგარეთ ღამისთევით… გავუგე იმას, ვისაც მეგონა, რომ ვარასდროს გავუგებდი. მივხვდი, რომ ზოგიერთი სულაც არა არის ისეთი მოსაწყენი, როგორიც მეჩვენებოდა და ზოგიერთი, ვინც გახსნილი და საინტერესო მეგონა, მოსაწყენი აღმოჩნდა. ასეთ დროს ხდება ადამიანში ფასეულობათა გადახედვა და რაღაც-რაღაცების გადაფასება… მივხვდი, ვის რა შეუძლია და ვინ როგორი ერთგული ყოფილა… მივხვდი, რომ ჩემს კოჰორტაში ყოველ კონკრეტულ სფეროში კონკრეტული ლიდერი უნდა იყოს, რომელიც არასდროს მოდუნდება და ენერგიით აღსავსე დარჩება მაშინაც კი, როცა სხვები მოთენთილები მიეფინებია: ზოგი _ სად, ზოგიც _ სად; ორი დღის უკან დავთრგუნე შური და მოწინააღმრდეგის სიძულვილი. პატივი ვეცი ჩემს დამმარცხებელს და ღირსეული გამარჯვებაც მივულოცე… მივხვდი, რამხელა ზეგავლენას ახდენს ხალხის შთაბეჭდილებაზე ადამიანის ჩაცმულობა… ამ დღეებში წარსულში დავტოვე ცხოვრების განვლილი ეტაპი… მე ახალ საფეხურზე გადავინაცვლე. მე უფრო მეტი მომეთხოვება და ჩემს სიტყვას უფრო მეტი ფასი დაედო…
მივხვდი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მიღწევადია და შენს ცხოვრებას შენივე ხელით წერ, გააჩნია, ადამიანს როგორი “კალიგრაფია” აქვს ცხოვრების წერის… გამიჩნდა დამარცხების შიში. შიში იმისა, რომ ვერ გავამართლებ ჩემზე დაკისრებულ იმედებს, თუკი ბოლომდე არ დავიხარჯები… მივხვდი, რომ წესებით თამაში ყოველთვის უკეთესია და მოწინააღმრდეგის მოტყუბას, სჯობს დამარცხდე. დავიჯერე, რომ მაყურებლის გულშემატკივრობა დიდ გავლენას ახდენს მოთამაშის ფსიქოლოგიურ განწყობაზე… კარგია, თუკი დამარცხების მიუხედავად, სხვები მაინც გამარჯვებულად მიგიჩნევენ და არ გაგრძნობინებენ, რომ შენ გქონდა შანსი და ვერ გამოიყენე…
ადამიანებს თვალს ვუშტერებ და ვაკვირდები, რას ფიქრობენ… ხშირ შემთხვევაში თვალები ადამიანის ფიქრებს ახმოვანებენ. მივხვდი, რომ ზოგიერთი “კატაა”, რომელიც მხოლოდ მაშინ მოვა შენთან, როცა მოფერება უნდა, სხვა დროს კი ზედაც არ გიყურებს… ასეთი ადამიანები, სამწუხაროდ, არსებობენ. არ მიყვარს, როცა საქმის კურსში არა ვარ და ჩემს ზურგს უკან ვიღაც მოქმედებს, ამავე დროს კი თვალებში ჩაგცქერის და ამხანაგს გიწოდებს. ჩემი აზრით, ცნობისმოყვარეობა ადამიანს ეხმარება, მუდმივად იქონიოს კინტროლი მიმდინარე მოვლენებზე… მე კი ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ვცდილობ, ყოველთვის მოვლენათა ცენტრში ვიყო და ამ პატარა სამყარომ ჩემ გარშემო იბრუნოს…
მივხვდი, რომ მხიარულს არასოდეს აღიქვამს ხალხი ნიჭიერად, ინტელექტუალად, გონივრად. რატომღაც მიაჩნიათ, რომ, როცა მხიარული ხარ და ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია, იუმორის გრძნობა შეინარჩუნო, არ ხარ სერიოზული… ვიცი, ჩემი სიმხიარულით და, ზოგ შემთხვევაში, არასერიოზულობით ბევრს ვკარგავ. ხალხს აზრადაც არ მოსდის, რომ შემიძლია ვიყო იმაზე მეტად სერიოზული და ინტელექტუალური, ვიდრე _ ნეისმიერი სხვა. თუმცა ამას შეგნებულად ვაკეთებ, რადგან ამ ხერხით ხალხი დავიახლოვე და ეს იმიჯი, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით,  ხელს მიწყობს თავის რეალიზებაში… ცხოვრებაში ბევრი რამის მიღწევას ვაპირებ… არ მინდა, ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ მომავალში ჩემი შთამომავლობის გარდა აღარავის ვახსოვდე. “სიკვილის შემდეგ ადამიანი სახელს ტოვებს, ვეფხვი _ კი ტყავს” [ფრანგული ანდაზა]. არ მინდა, ამქვეყნად მხოლოდ ერთი საფლავის ქვით მეტი დარჩეს ჩემს შემდეგ…
ვცდილობ, ნებისმიერ ადამიანთან გამოვნახო საერთო ენა და, ყველაფრის მიუხედავად, ვიმეგობრო. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ადამიანის ასაკს. ალბათ, სწორედ ამ თვისებამ მიბიძგა, ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე…
კიდევ ორი დღე გავიდა და სამყარო დამიმძიმდა. ყოველი მზის ამოსვლისას რაღაც ახალს ვეძებ მასში, მაგრამ იმედგაცრუებული ვაშორებ თვალს _ სამწუხაროდ სამყარო ისთივეა, როგორიც დავტოვე გუშინ, გუშინწინ და ერთი წლის წინ. სწორედ ასეთ დროს სჭირდება ადამაინს განწმენდა, დეზინფექცია დაგროვილი უამრავი უსარგებლო ინფორმაციისაგან…
რაღაც მომენტში ვამჩნევ, რომ რაც უფრო ვიზრდები, შეცოდების უნარი მიქვეითდება და ყოველსიტუაციას ცივი გონებით ვსაზღვრავ. ეს დაახლოებით ასეთი რამეა: მწვერვალის ყინულიან პიკზე იდგე გახდილი და არაფრის მაქნის მზეს ეფიცხებოდე, ყინული კი გივლიდეს ძვალსა და რბილში, შენ კი ვერაფერს გრძნობდე, რადგან შიგნიდან უკვე დიდი ხანია, ყინულმა დაგფარა… ვცდილობ გავექცე საკუთარ აჩრდილს, ის კი არ მნებდება და თავგამოდებით მომდევს უკან. უფრო და უფრო ხშირდება სიტუაციები, სადაც გადაუწყვეტელი დილემები პირში მეკრიჭებიან და მაღიზაინებენ. მათთან ყოველი შეხვედრა კი მცირე დამარცხებებით მთავრდება… დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი დროს ერთი წლით უკან, რომ ის საკვანძო მოვლენები ასოთხმოცი გარადუსით შემომებრუნებინა… რაღაც დაპროგრამებულ, უამოციო რობოტს ვამგვანებ თავს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი ვინმე მართავს. არ მინდა ასეთი ვიყო. დახმარება მჭირდება იმ ადამინების მხრიდან, რომლებიც ყველაზე ძალიან მიყვარს, რომლებიც უსიტყვოდ მიგებენ და არაფერს მოითხოვენ ჩემგან… არ მინდა, ვიყო ყველასათვის, მაგრამ ჩემი მომავლიდანვე გამომდინარე, მიწევს ყველასთვის ნაძალადევი ღიმილი და “დიახ, გენაცვალე… თქვენ, როგორც ინებებთ… აუცილებლად გნახავთ…” და ამის მსგავსი ფრაზების ჩემდაუნებურად თქმა… მე ბევრი რამ ავიღე საკუთარ თავზე, მაგრამ “ახალგაზრდებს ასე სჩვევიათ: საკუთარ საზღვრებს აწესებენ და არც კითხულობენ გაუძლებს თუ არა ორგანიზმი და ორგანიზმიც ყოველთვის უზლებს…”/კოელიო/. მე მირჩევნია, ვიყო ნაპირებს გადმოსული შადრევანი  და არა ავზში ჩაგუბებული წყალი, რომელიც ადრე თუ გვიან უსაქმური ბაყაყებს ბასეინი გახდება, მაგრამ არც ის მინდა, რომ გადავიწვა, ჩემმავე ენერგიამ მიმტყუნოს და ისევე მალე ჩავქვრე, როგორც ავენთე… ადამიანი იმის მიხედვით ფასდება, თუ რა გაუკეთა მან თავის სამშობლოს და საერთოდ _ კაცობრიობას. მე თუ არაფერს გავაკეთებ, ამით არც არაფერი დაშავდება; კაცობრიობა უჩემოდაც იმავე ტემპით გამოიგონებს ახალ რაღაცებს, ექნება ტექნიკური მიღწევები მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერს არ გამოიგონებს და აღარაფერი დარჩება შესაქმნელი და ადამიანიც თავიდან გამოიგონებს ნაჯახს, ავტოკალამს და თუნდაც ველოსიპედს, მაგრამ, ალბათ, ეს ჩემს ცხოვრებაში არ მოხდება და მეც იმედს ვიტოვებ, რომ უჩემოდ არ გამოიგონებენ ყველაფერს და რაიმე წვლილს შევიტან კაცობრიობის ისტორიაში. მე მინდა, რომ ელემენტარული მისიონერი ვიყო და მართლაც ზოგიერთივით არ დავამძიმო ტყუილად ჩვენი ბებერი დედამიწა… მსოფლიოს უჩემობით არაფერი დააკლდება, აი, მე კი ყველაფერი დამაკლდება უმისოდ…
                                       [18.04.2006 / 22:36]

Advertisements

4 Comments »

  1. ვაიმე ძლივს ერთი ადამიანი ვიპოვე,რომელიც ზუსტად ჩემნაირად ფიქრობს….რო ვკითხულობდი ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს საკუთარ ნაწერებს ვკითხულობო…ყველაფრიდან–––––არაფრამდე მომეწონა შენი ნაწეები…. მიხარია “ჩემნაირად მოაზროვნე” ადამიანის ნახვა….. თუნდაც იმის გაგება რომ ესეთი ადამიანები არსებობენ….მადლობა იმისთვის რომ არსებოობ და ამით რაგაცას მატბ როგორც შენ იტყოდი “ბებერ დედამიწას”

    P.S გულით გთხოვ რო იყავი ყოველთვის ესეთი სულის ადამიანი…. 😦

    კომენტარი by nati — დეკემბერი 7, 2009 @ 01:41 | პასუხი

    • დიდი მადლობა, ნათი..

      გამიხარდა თუ მოგეწონა ნაწერი 🙂

      ვეცდები ხშირად განვაახლო ხოლმე ბლოგი 🙂

      კომენტარი by kesha — დეკემბერი 8, 2009 @ 01:41 | პასუხი

  2. გაიხარე 😉 კარგი იქნებააა 🙂

    კომენტარი by nati — დეკემბერი 10, 2009 @ 01:41 | პასუხი

  3. kai ramea

    კომენტარი by სალომე — მაისი 27, 2014 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: