
ცხოვრებას რომ გაურბიხარ სჯობს შემოუბრუნდე და თვალებში ჩახედო… ერთხელ მაინც იკითხე რატომ მოგდევს?
მე რომ გამირბიხარ, ერთხელ მაინც შემობრუნდი და მკითხე, რატომ მოგდევ კვალდაკვალ და შენ ნაფეხურზე რატომ ვადგამ ფეხს?…
ერთხელ მაინც მოუბრუნდი შენ თავს და ჰკითხე სად მიგიჩქარია? იქ არაფერია მომაბეზრებელი სიცარიელის მეტი…
შენ გაცილებით მეტი ხარ ვიდრე ნებისმიერი თეზისი და ცხოვრებისეული გამოცდილება… შენ შენ ხარ და შენით მიყვარს ცხოვრება, თავის წარმატებებითა და წარუმატებლობებით… შენ რომ არა ალბათ ჩამოვჯდებოდი სადმე და მთელ ცხოვრებას ასე გავატარებდი…

ხანდახან როცა წარსული და მომავალი ერთ წამში გაერთიანდება და აწმყო კარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას, როცა შენ თვითონაც კარგავ იმედს და იცი ყველაფერი დარჩა წარსულს და დროს ვერ დააბრუნებ, იხედები უკან, რომ თვალცრემლიანმა გაიხსენო ის ყველაფერი კარგი, რაც აღარასოდეს განმეორდება…

და იყო ეს ყველაფერი ძალიან კარგი მაგრამ დასასრულისკენ მიმავალი…
და, როცა ბოლო წამი გაქრა წყვდიადში, გამახსენდი შენ და პოეზია ჩაძირული უსასრულობაში…
…
მერე რა, რომ დრო გადის…
ყველაფერი ისე რჩება ჩვენს შორის, როგორც იყო ოდესღაც…
ჩვენ გავიზარდეთ უბრალოდ…
Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.
chagamate blogrollshi – busuna.blogspot.com
კომენტარი ავტორი busuna — ივლისი 14, 2009 @ 01:41 |
შემაჟრჟოლა..
პოეზია არასდროს მომწონდა.. მაგრამ თურმე სხვანაირად აღიქვამ, როცა შენთან ახლოს არის და დაახლოებით იგივეს გრძნობ..
კომენტარი ავტორი Samurai — აგვისტო 10, 2009 @ 01:41 |
ეჰ, მიშა.
თუ ეს ის არის, ვინც მე მგონია, მაშინ ყოჩაღ: 100–იანში მოარტყი!
🙂
კომენტარი ავტორი zurriuss — სექტემბერი 4, 2009 @ 01:41 |