Kesha's Blog

ივლისი 23, 2009

რამდენიმე ლექსი

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

 ცხოვრებისეული განტოლება

 მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს…

ჩვენი ცხოვრება ურთიერთის იყო შეცნობა…
დრომ ყველაფერი განიცადა… გვეყო… დამშვიდდი…
ეკლიან გზაზე ბევრი გვქონდა ალბათ შეცდომა
და სიკისკასეც მრავლად ვნახეთ თოთო ბავშვივით…
 

მერე რა მოხდა?
რით დასრულდა ძველი ნოველა?
ჩვენს განტოლებას ვერ ვუპოვნეთ ვერც ერთი ფესვი…    

[მე…]
[06.02.2007]

 

 

 

ეჰეი, ღმერთებო!!!
ეჰეი, ღმერთებო, ჩემს გულს ცეცხლი რად მოადინეთ,
მე ხომ სიყვარულს თქვენ არ გთხოვდით,
მხოლოდ გიმხელდით…
ამ გულით ერთი უბადრუკი ცხოვრება დამაქვს,
თქვენ ჩემს ვედრებას არად სცნობდით,
ხომ არ იმჩნევდით!!!
ეჰეი, ღმერთებო, გადმომხედეთ!
თვალს ნუ მარიდებთ!!!
რად დაიკარგეთ ბუმბერაზი მთების წვერებზე?!
რომ იმალებით, ხალხის თვალში უფერულდებით;
მალე გაგცვლიან ღვინოსა და სებისკვერებზე…
ეჰეი, ღმერთებო, ძირს ჩამოდით!
ყური დამიგდეთ,
თქვენზე ლოცვაში და თქვენს ფიქრში, როგორ ვბერდებით!!!
თუ არ ჩამოხვალთ და მთებს თეთრი ღრუბლით დაფარავთ,
კვლავ გადაწვავენ არტემიდას ტაძარს ბერძნები…
მალე ჩამოდით…
გაილია ქვიშის საათი..
და ჩემს ქვეყანას დააკრავენ ბინძურ არტახებს…
მალე ჩამოდით!..
თორემ თქვენი დედის წილხვედრი,
ჩემი ქვეყანა რკინის ჩიტით გააპარტახეს…

[მე…]
[14.09.2008]

 

 

 

***


დღეები გალეშილ მრბოლელებს მოჰგვანან,
მიჰქრიან
და უკან წარსულ დროს ტოვებენ.
მიჰქრიან,
არაფრად აგდებენ მომავალს..
გზადაგზა გვაყრიან წარსულ მოგონებებს…

მე და შენ გაუვლელ ბილიკზე ვეშვებით,
საყრდენად ვიყენებთ იმედებს ერთურთის,
წყენები გვკაწრავენ პატარა ეშვებით
და ჩვენი თვალები გაბუტვას ემდურის…

მე და შენ საკუთარ სამყაროს ვაშენებთ
და საზღვრებს ვამაგრებთ ფერადი ოცნებით
და თუ დავიკარგეთ,
მინდა, რომ მჯეროდეს _
შენ გაგახსენდები ფერებით, კოცნებით…

და, თუკი დღეები გაგვყრიან გზადაგზა,
გთხოვ, ნუ დამივიწყებ..
გთხოვ, მუდამ გახსოვდეს,
როდესაც გაჰყვები ცხოვრების შარაგზას,
არვინ მყვარებია შენსავით ამდრომდე…
[მე…]

[08.08.08]

Advertisements

3 Comments »

  1. ეჰ, მიხეილ… შენც მარტო ხარ ამ ბნელ ბლოგზე, ისევე, როგორც მე. აქ რომ შემოვდივარ, ისეთი აურა მხვდება (აურებისა არ მჯერა, მაგრამ მაინც), თითქოს ნოემბრის ერთ მოღრუბლულ, პირქუშ დღეს სადმე მივარდნილი შენობის გაქვავებულ, უსიცოცხლო, უზარმაზარ დერეფნებში დავდიოდე…

    კომენტარი by zurriuss — აგვისტო 11, 2009 @ 01:41 | პასუხი

  2. dzalian momewona. . .;(

    კომენტარი by ninevia — სექტემბერი 8, 2009 @ 01:41 | პასუხი

  3. au dzaaan magaria… momewona 😉

    კომენტარი by GReeNy — ოქტომბერი 5, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: