Kesha's Blog

სექტემბერი 21, 2009

დედა, იცი, აქ ისვრიან..

Filed under: პროზა და პოეზია — kesha @ 01:41

დედა, იცი, აქ ისვრიან..

დედა, იცი, აქ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…

დედა, იცი, ხუთი დღის წინ პირველად მოვკალი კაცი… მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრი გაცივდა..

დედა ჩამქვრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჭების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აღარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები..

იცი ხუთი დღის წინ ირაკლი მოკლეს.. ხომ გახსოვს იკა, ერთად ვსწავლობდით.. მხიარული ბიჭი.. შენ ხომ გახსოვს დედა, როგორ ვმეგობრობდით.. უნდა გახსოვდეს, თორემ მე თუ გადავრჩი, ვიცი ბევრი აღარაფერი მემახსოვრება, თავიდან უნდა მომიყვე ჩემი ცხოვრება..

მე მხოლოდ გასროლიდან გასროლამდე ვცხოვრობ..

ხუთი დღის წინ ირაკლისაც დაასწრეს.. დედა ვერ მოასწრო სროლა.. გახედა და არ ესროლა.. იარაღი დაუშვა.. დედა ვაჟკაცი ბიჭი იყო, მისი მოკვლა საცოდაობას დაატრიალებდა და არ მოკლა.. მანაც დაუშვა იარაღი, დაინდეს ერთმანეთი.. იკამ გამომხედა და აცრემლებულმა მითხრა: ამის მოკვლა საცოდაობაა, შეხე რა ბიჭია.. ეს რომ მოვკლა, რა ნამუსით ვიცხოვროო.. და გაიღიმა.. ხომ გახოსვ დე, როგორი ღიმილი ჰქონდა… მაგრამ სხვებმა არ დაინდეს.. სხვამ ესროლა იკას.. და ღიმილიანი დავარდა.. აღარაფერი აღარ უთქვამს.. ირაკლის სისხლის სუნი დადგა ჰაერში.. იქ ცოდვის დღე დატრიალდა, დე.. იცი რა მოხდა? იმან, იმ ბიჭმა, თავისიანი მოკლა.. არ დაინდო.. არ აპატია, ომის მეგობარი რომ მოუკლეს.. არავის აპატია.. მერე ის გაგიჟებული ეგონათ დე, და მოერივნენ.. ვერ მოვითმინე.. ხომ გესმის ჩემი, შენ უნდა გესმოდეს, სხვა გზა არ გაქვს, დედა, უნდა გესმოდეს, რომ ვერ მოვითმინე. ერთდროულად ორი კარგი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან..

და ვისროლე..

ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა.. არა….. ვირგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი.. კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები.. მეც დავასწარი სხვას..

და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი სხვა ვერ გამოსცემს.. 22-25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. სკდომის ხმა..

ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევე დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო..

ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..

ყველაფერი მავიწყდება ნელნელა..

იცი რა მენატრება? შოკმანჟე და ჩვენს ნაძვებში მინდორზე წამწოლა, ჩემს საყვარელ ბიძაშვილებთან ერთად.. ისევ ფაცხის აშენება მინდა.. რომ ჩამოვალ ავაშენებ მერე.. დედა თუ არ დავრუნდი, ბევრი მიტირე.. ყველას გააგებინე.. ყველამ მიტიროს.. ვიცი რომ ბევრს დავწყვეტ გულს.. ვიცი რომ ბევრი მოტირალი მეყოლება… ყველას უთხარი, დე, რომ მამაცი შვილი გყავს.. უნდა იამაყო, დედა.. სხვა აღარაფერი დაგრჩება თუ სხვებმა დამასწრეს..

მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას…

დედა, ვიცი, რომ მეც შემეძლო ბევრის მსგავსად სახლში დავრჩენილიყავი, ავადმყოფის საბუთი გამეკეთებინა და ყოველ ღამით ლუდით ხელში სავარძელში ჩამჯდარს ტელევიზორი მეყურებინა და სადღეგრძელოებში მეპატრიოტა.. დედა, შენი შვილი უკვე კაცია.. ტყვიებში გაიზარდა.. მე სახლში ვერ დამაკავებდით… მე მათთვის არ ვიბრძვი.. თუ გადავრჩები, მათთვისაც მექნება პასუხი….

მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული… დედა, თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა..

დედა, გული მწყდება.. მინდოდა, ვინმე მეც მყოლოდა გვერდში ვისაც ისევე ვეყვარებოდი, როგორც მე.. ვისაც მოუნდებოდა ჩემთვის გულის გადაშლა.. ვინც მომეფერებოდა.. ვინც ჩემს მკლავზე დაიძინებდა.. ვის თმებშიც თავს ჩავრგავდი.. დედა ბავშვები მინდოდა.. ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა.. მე ეს ვერ გამოვცადე, დედა.. ვერ ვიცხოვრე…

მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჭებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..

 მე შევიცვალე..

მე აღარ მტკივა..

მე აღარ ვნანობ..

Advertisements

34 Comments »

  1. davizabe!!
    magaria!!
    davitrgune da mainc magaria!

    კომენტარი by busuna — სექტემბერი 22, 2009 @ 01:41 | პასუხი

  2. 😦
    Zalian sevdiani da mainc Tbili werilia :(((
    guli damwyda yvelaferze

    კომენტარი by fsiQe — სექტემბერი 22, 2009 @ 01:41 | პასუხი

  3. respect

    კომენტარი by ozzyka — სექტემბერი 23, 2009 @ 01:41 | პასუხი

  4. kargi iyo mish 🙂
    kanze bususebma damayares sul 🙂

    კომენტარი by irinka — სექტემბერი 24, 2009 @ 01:41 | პასუხი

  5. madloba baganebo 🙂
    :*

    კომენტარი by kesha — სექტემბერი 25, 2009 @ 01:41 | პასუხი

  6. აღმოგაჩინე 🙂 აქ დაგამატებ http://friendfeed.com/geoblogs

    კომენტარი by Khatia Caroline — ოქტომბერი 15, 2009 @ 01:41 | პასუხი

  7. მძიმეა 🙂 ძალიან, მაგრამ მაგარია :))

    კომენტარი by nini — დეკემბერი 8, 2009 @ 01:41 | პასუხი

  8. vaime deda…es bichi cocxalian neta?

    კომენტარი by sofo — მარტი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  9. ძალიან მაგარია.

    კომენტარი by თათია — მარტი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  10. amdeni ramdeni xania ar mitiria….vijeqi da ver vcherdebodi…tumca sityva “deda” anichebs am werils magiur dzalas….am sityvis gareshe,imdenad araperi ikneboda……mmmm……..deda : )))

    კომენტარი by mariami — მარტი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  11. xalxbo madloba yuradgebisatvis, magram erti kitxva maqvs.. 3 mkitxveli ertdroulad rogor agmoachnda am werils? 😀 anu saidan gaiget es blogi?

    eg bichi cocxalia 😀 me var 😀 ar miomia, aravin momiklavs da ase shemdeg..

    კომენტარი by kesha — მარტი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  12. blogi saidan? Tbiliso.ge —dan …… xo vxvdebodi,rom amis damweri namdvili meomari ver ikneboda….upro sworad aseti adamiani omshi ver gadzlebda : )))

    კომენტარი by mariami — მარტი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

  13. omidan dabrunebuli bichi aset rames vegar dawerda imitom rom gaacivebda omi… dzalian magari xar =) martla dzalian momewonaa…

    კომენტარი by __tamo__ — მარტი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

  14. mara me mainc megona ro martla gadagxda =P

    kaia ro ase shegidzlia wero… ar megona (GVETOs garda) tu vinmes sheedzlo ase weraaa… 😉 magari xar

    კომენტარი by __tamo__ — მარტი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

  15. madlob, zalian kargi iyo, zalian. suli shemezra. ar gacherde, lamazad , sainteresod da mzafrad shegizlia txroba. gisurveb warmatebas

    კომენტარი by metichara — მარტი 5, 2010 @ 01:41 | პასუხი

  16. zalian gtxovt ar dagaviwydet bichebi romlebmac chveni bednierebistvis tavi gaswires. pativi vcet mat xsovnas da survilebs romlebsac isini sheewirnen

    კომენტარი by nino — ივნისი 9, 2010 @ 01:41 | პასუხი

  17. auuuuuuuuu ra magrad davigruze :((((

    კომენტარი by levaa — ივლისი 24, 2010 @ 01:41 | პასუხი

  18. თბილისოზე ვიპოვე ეს პოსტი და აქეთ გამოვყევი ლინკს 🙂 მართლა ძალიან, ძალიან კარგია….
    თან ჩემს დაბადების დღეზე ყოფილა დაპოსტილი 🙂

    კომენტარი by Barcelonisimo... — აგვისტო 13, 2010 @ 01:41 | პასუხი

  19. cerilis kitxvis dros ise wamichira yelshi ro dzlivs amovisuntqe sevdisgan, qmnilebaaa, ai is grdznoba devs rac realur jariskacs sheudzlia daweros mxolod, gagimarjoos

    კომენტარი by aleksandre — ოქტომბერი 5, 2010 @ 01:41 | პასუხი

  20. Ramdeni clis aris amis avtori?

    კომენტარი by ana — ოქტომბერი 6, 2010 @ 01:41 | პასუხი

  21. vaimee :((( guli damwydaa , ratbili weriliaa :(:(:(

    კომენტარი by mariam — იანვარი 17, 2011 @ 01:41 | პასუხი

  22. ert suntqvaze cavikitxe… tavidan teqsts rom gadavxede didi momechvena, magram ise chavedi bolo sityvamde ver gaviazre rom damtavrda.. yochag!

    კომენტარი by Lila — მარტი 3, 2011 @ 01:41 | პასუხი

  23. vaimee ees raiyooo, cremlebi ver shevikave 😛 ..

    კომენტარი by mako — მარტი 3, 2011 @ 01:41 | პასუხი

  24. au dzan magaria mara vinc es dawera anu KESHA shen xo ambob me davwereo da nagdad ar yopilxar dzma omshi ?

    კომენტარი by Toka — მაისი 21, 2011 @ 01:41 | პასუხი

  25. tu ar yopilxar amxela emocia saidan chade dzma sagol 😀

    კომენტარი by Toka — მაისი 21, 2011 @ 01:41 | პასუხი

    • ara toka arasodes vyofilvar omshi 🙂
      axla 23 clis var

      კომენტარი by kesha — ივნისი 3, 2011 @ 01:41 | პასუხი

  26. გილოცავ, რომ ომში არასოდეს ყოფილხარ ….(არც გამყოფოს ღმერთმა! )…

    კიდევ გილოცავ, რომ მიუხედავად არმყოფობისა, ასე რეალისტური სურათი დადე…

    შენი ხნის ბიჭები ომზე მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე საუბრობენ ხოლმე, სხვებს ეს სხვათა ომი ჰგონიათ….

    კარგი ბიჭი ხარ! უფრო სწორად, შესნ დედას მართლა შეუძლია იამაყოს, რომ მისი შვილი უკვე კაცია !!!

    კომენტარი by Alrauna — ნოემბერი 5, 2011 @ 01:41 | პასუხი

  27. მადლობა 🙂
    მიხარია თუ მოგწონთ

    კომენტარი by kesha — ნოემბერი 16, 2011 @ 01:41 | პასუხი

  28. ai ubralod dzalia dzalian magari ragacaa ra sg avtors

    კომენტარი by Levani Jelia — ივნისი 17, 2012 @ 01:41 | პასუხი

  29. wow !

    კომენტარი by tikuna — მარტი 17, 2013 @ 01:41 | პასუხი

  30. dzalian kargia…sityvebit verc ki gadmovcem ra emocia dameufla….dzalia magrad wer…

    კომენტარი by gvaciii — ივნისი 8, 2013 @ 01:41 | პასუხი

  31. me namdvili megona, kargad gamovitire 🙂 vfiqrobdi rogor gavs remarkis ,,zhami sicocxlisa, zhami sikvdilisa”-stko, da turme realur cxovrebashic xdeba igivetko 🙂

    კომენტარი by nana — თებერვალი 28, 2014 @ 01:41 | პასუხი

  32. mec namdvili megona 🙂 dzalian momewona ^_^ ikas ambavze cudad gavxdi 😦 im ori biwis mokle mara kargi megobrobis ambavi ^_^ saocrebaa ❤ dzalian magradaa dawerili ❤ 🙂

    კომენტარი by lizi — დეკემბერი 15, 2016 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: