Kesha's Blog

მარტი 12, 2010

სიყვარულს ვეძებდი…


Photo By – Ben Heine
© All rights reserved.
http://www.flickr.com/photos/benheine/ – Ben Heine’s Web Gallery

სიყვარულს ვეძებდი…

სიყვარულის საძებნელად წავედი… გზად საგზალი წავიღე… საკვებად შენი ფოტოები, გაზაფხულისფერი… ჩავიცვი შავი შარვალი, კლასიკური ( სიყვარულის საძებრად მივდივარ ბოლისდაბოლოს ) … იასამნისფერი სიზმრები გადავიცვი და სალათისფერი ხასხასა მწვანე მოგონებები შარფად მოვიხვიე…
კომპასი არ მქონდა… თვალები დავხუჭე და, საითაც გავიხედე პირველად, იქით წავედი…
ლოდინის უდაბნოები გადავიარე…
უძილო ღამეების უღელტეხილიც გადავლახე…
სევდის ზღვას მივადექი… ნაკუწნაკუწ შევაგროვე შენი თბილი სიტყვები, შენი გამოხედვები და ღიმილი… და გემი შევაკოწიწე… იმედის ქარიც აფრებს აფორიაქებული გულივით ბერავდა…
იცოცხლე, ფოტოები იმდენი მქონდა, საკვები არ გამომლევია…
ბევრი ვიცურე თუ ცოტა… ნაპირი გამოჩნდა…
შავთეთრი…
ჩემი გემი, შეკოწიწებული, უარის ტალღამ დააქუცმაცა… უკან გზა მოჭრილია… წინ კი უღიმღამო უფერულობაა… დამრჩა მხოლოდ ერთი ფოტო შუაზე გახეული, სადაც ერთად ვიყავით გადაღებული, მხოლოდ შენი ნახევარი…
მეტკინა, სასწაულად მეტკინა გული…
და მივხვდი, სადაც იყო სიყვარული… მე ის ვიპოვე, მაგრამ შენ ვეღარ გპოულობ…

წყალმა გამორიყა ფსკერზე წასული გემის ნამსხვრევები: ცოტაოდენი შენი ტკბილი სიტყვები, ორიოდე შენი გამოხედვა და ღიმილი ერთადერთი და განუმეორებელი…
ადამიანის გული უძირო ზღვასავითაა… ყველაფერს ინახავს… და უზომო სიყვარულსაც იტევს, თურმე… იმ სიყვარულს, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ვეძებდი…
[მე…]

Advertisements

4 Comments »

  1. sasiamovno wasakitxi iyo magram cotati davitrgune 🙂

    კომენტარი by ლილიანი — მარტი 12, 2010 @ 01:41 | პასუხი

  2. madloba 🙂

    კომენტარი by kesha — მარტი 12, 2010 @ 01:41 | პასუხი

  3. ar megona esetebsac tu cerdi.. momecona : )

    კომენტარი by SearCher — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

  4. კი ასეთებსაც ვწერ 😛

    ნუ ამ ბოლო დროს ნაჯკლებად, ადრე უფრო მეტს ვწერდი 🙂

    კომენტარი by kesha — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: