Kesha's Blog

აპრილი 29, 2010

საავტორო უფლებები


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

გადავწყვიტე, დამეწერა საავტორო უფლებების შესახებ. როცა დავინტერესდი ამ საკითხით, ეს, დაახლოებით, 2 წლის წინ მოხდა, ვფიქრობდი, რომ პრობლემა იყო ხალხის, იუზერების მიერ ამ კანონის არცოდნაში და უპატივისმცემლობაში. თუმცა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ საავტორო უფლებების შესახებ არანაკლებ გაუთვიცნობიერებლები არიან თვითონ ავტორები და, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტადაც სცოდავენ, ვიდრე ისინი, ვინც მათ ნაწარმოებებს იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით.

პირველი ფაქტი მსგავს დარღვევასთან ჩემ მიმართ იყო 2008 წელს. მე მოყვარული ფოტოგრაფი ვარ და ეს ჩემი ჰობია. გადაღებულ ფოტოებს ვათავსებ ძირითადად ქართულ ფოტო გალერეებში, როგორებიცაა: http://www.boke.ge
; http://www.photolife.ws ; http://www.graf.ge ; http://www.pixkik.ge ; და აგრეთვე უცხოურ საიტზე: http://www.flickr.com ; მოგეხსენებათ საიტებს თავიანთი ფორუმები გააჩნია სადაც აქტიურად განიხილებოდა მრავალი საკითხი, მათ შორის პლაგიატობაც. ერთხელ პერსონალური მესენჯერის საშუალებით ერთ-ერთმა კოლეგამ შემატყობინა, რომ რომელიღაც საიტზე ვიღაც X იუზერს სურათები ჰქონდა ატვირთული და, მათ შორის, ჩემიც იყო რამდენიმე. აქედან დაიწყო ჩემი ბრძოლა ჩემი საკუთარი საავტორო უფლებებსი დასაცავად, რომელიც დღემდე გრძელდება და არამგონია, უახლოეს მომავალში რამე გამოსწორდეს.

როდესაც ხედავ, რომ შენ საკუთარ ფოტოებს ვიღაც სხვა საიტზე ათავსებს, რა თქმა უნდა, გიჩნდება პროტესტის გრძნობა. შემდეგ ცდილობ, როგორმე მიაწვდინო ხმა იმ იუზერს, რომ ხსენებული ფოტოები წაშალოს და სხვა დროს მსგავსი რამ აღარ გაიმეოროს. შემდეგ იწყება ახსნა განმარტება თუ რატომ უნდა წაშალოს, რა არის საავტორო უფლებები, რატომ არა აქვს მას უფლება ამ ფოტოების გამოყენების, მიუხედავად იმისა რომ ისინი საიტზე “იპოვნა” და სხვა.. ამ ყველაფერს მიაქვს დაახლოებით 1 საათი და ნერვები.. ეს მაგალითი ყველაზე მარტივი და მსუბუქი დარღვევის ამსახველი მაგალითია. ასეთები კი თითქმის ყოველ კვირაში ერთხელ მაინც ხდება..

ყველაზე ცუდად საქმე მაშინაა როცა ავტორებს უხსნი, რომ ამ ფოტოების ატვირთვით X-მა საავტორო უფლებები დაურღვია თვითონ ფოტოგრაფებს.. ისინი კი ვერ ხვდებიან, როგორ დაარღვია საავტორო უფლებები ვიღაც X-მა, თუკი მას არანაირი კომერციული მიზანი არ ამოძრავებდა და საიტზე მათი ფოტოების განთავსებით ფული არ აუღია, ანუ უბრალოდ საჩვენებლად და გასართობად ატვირთა რომელიღაც საიტზე სხვისი საკუთრება.. თუ ფული არ აუღია და თუ მოგება არ უნხავას ვინმე X-ს, თურმე ეს დარღვევა არაა.. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. რა მნიშვნელობა აქვს, მან მოგება ნახა თუ არა, შეიძლება უბრალოდ “გაიმარიაჟა” მაგარი ფოტო “დავსერჩეო” და, საერთოდაც, არ აქვს მნიშვნელობა, რა ამოძრავებდა მას.. მთავარია, რომ მან სენი ფოტო გამოიყენა. გამოყენება კი დარღვევაა უკვე.. სანამ ყველა ავტორი არ “წამოსცხებს თავში” ყველა ასეთ პარაზიტს, მანმადე ფოტოგრაფია ისევ დარჩება განვითარების იმ არასერიოზულ დონეზე, ისეთ დონეზე, რომელზეც შემოსავლის მიღება ამ სფეროდან საკმაოდ მწირია.. მაშინ, როცა ვიღაც ხედავს, რომ შეუძლია ფოტო ისე აიღოს და გამოიყენოს, რომ ავტორს არ ჰკითხოს და იცის რომ ავტორი დიდი დიდი აღშფოთდება და მეტი არაფერი, მაშ რატომ გადაიხდის ფულს?
თუმცა საბედნიეროდ საქართველოში ამ სიტუაციის გამოსასწორებლად ჰორიზონტზე გამოჩნდა “საქართველოს ავტორთა საზოგადოება”, რომელში წევრიანდებიან ავტორები სხვადასხვა სფეროდან და ერთიანი ძალით ებრძვიან დამკვიდრებულ უზნეობას. მათი წევრი გავხი მეც, მას შემდეგ, რაც ჩემ მიმართ რამდენჯერმე დაირღვა უფლებები. საქმე სასამართლომდე მივიდა და 2000 ლარის ოდენობით კომპენსაციაც მივიღე. ერთ-ერთმა ფირმამ ჩემი ფოტო გამოიყენა სარეკლამო “ფლაერზე”, რომელიც აფთიქში ვნახე შემთხვევით.. მივმართე საზოგადოებას და ჩემ ცაურევლად, ყოველგვარ გადასახადის გარეშე მივიღე თანხა. თანხის 20% დარცა საზოგადოებას, დანარჩენი ჩამერიცხა მე. მე დაუსჯელი არ დამიტოვებია დამრვევი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მეორედ მსგავს დაუფიქრებელ ნაბიჯს აღარ გადადგამენ. ყველა ჩემსავით რომ იქცეოდეს, ზალიან მალე ეს სიტუაცია დარეგულირდებოდა, მაგრამ ხედავენ რა დამრღვევები, რომ ამის გამო იშვიათად რომ ვინმე დასაჯონ, იყენებენ ამ დაუსჯელობის მომენტს და მაქსიმალურად არღვევენ ამ უფლებებს.
გამონნაკლისი არაა ჟურნალები, გაზეთები, ტელევიზია და სხვა..
წარმოიდგინეთ ჟურნალისტი, რომელიც წერს სტატიას და რამე სურათს ამატებს ამ სტატიაში გასაფორმებლად.. საერთოდ არ უფიქრდება ერთი წამითაც, რომ შეიძლება, იმ ფოტოს ჰყავს ავტორი.. იგივე ჟურნალისტს, რომ საკუთარი სტატია მოპარო და მეორე ჟურნალში დაუბეჭდო ან ნეტში დადო სადმე, როგორ მოეწონება? გინდაც ტელევიზია ავიღოთ: იყო შემთხვევა, რომ “კომედი შოუ”-ში ერთ-ერთი დეკორაციის ფონად გამოიყენეს ჩემი ნაცნობის ფოტო; ტელეკომპანია “მაესტროზე” ტრიალებდა ვიდეო რგოლები აქციების, რომლებიც ფოტოებისაგან იყო აწყობილი და თითქმის 80% გამოყენებული ფოტოებისა ჩემი ნაცნობ-მეგობრების გალერეებიდან იყო უნებართვოდ აღებული; იგივე გოგი თოფაძის ამჟამინდელი საარჩევნო კლიპები საავტორო უფლებების დარღვევის ნათელი მაგალითია: როცა ბატონი გოგი ხალხს ჰპირდება დასაქმებასა და ფულებს და ამ დროს რევაზ ლაღიძის “თბილისოს” მუსიკას ადებს თავის საარჩევნო რგოლს ისე, რომ არც არავის ეკითხება და არც ფულს უხდის ლაღიძის ოჯახს. არადა სულ რაღაც 1000 ლარის გადახდა დაჭირდებოდა, თუმცა არ გადავიხდიო. აუარება დარღვევებია ჯეოსტარის საკითხში და საერთოდ ჯეოსელს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს ავტორებთან; კიდევ სხვა საქმეა, ფილმებში გამოყენებული მისიკალური ნაწარმოებები; რესტორნები, სადაც დილიდან დაღამებამდე მღერიან სხვადასხვა ავტორების სიმღერებს და არანაირ ჰონორარას არ უხდიან ავტორებს..

ზემოხსენებული მაგალითების მსგავსი სიტუაციები უამრავია და, რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლი.. უბრალოდ ყველამ კარგად უნდა გაითავისოს, რომ ინტელექტუალური ქონება ისეთივე ქონებაა, როგორც ოქრო, ფული, ავტომობილი, ნახატი, წიგნი, სახლი და სხვა. სცადეთ და წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც იღებს თქვენს ოქროებს და თვითონ ატარებს, ან ჰყიდის. ფორსმაჟორულ სიტუაციებში კი სიცოცხლისა და საავტორო უფლებები ხელუხლებელია, მაშინ როცა სხვა ქონებრივი უფლებების ხელყოფა კანონით დაშვებულია თუკი სიტუაცია მოითხოვს.. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან გარკვეული ფიქსირებული პერიოდის განვალობაში.

პ.ს.
ყველაზე საინტერესო ფრაზა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით: ასეთი რამ ხომ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს:
“ამ სურათის საავტორო უფლებები მე არ მეკუთვნის, თუმცა ავტორმა ხელისუფების დახმარების გარეშე უნდა დაიცვას თავისი უფლებები”.
რას ნიშნავს ეს? ანუ არ მიჩივლოს და, თუ ერთი ადგილი აქვს, თვითონ დაიცვას თავის თავი სასამართლოს გარეშეო? ანუ კანონი ნუ ჩაერევა და ავტორი ფეხებს ვერ მომჭამსო..
http://2kija.eu/2010/04/17/4549/

ნუ უკარგავთ ავოტორებს ნაწარმოებების შემქნის სურვილს !

Advertisements

12 Comments »

  1. : ))) yvelaze saintereso frazashi ver dagetanxmebi.. nu magas amboben ki, saetod rato icav mag uflebas, ram gagagija da gagaborotao.. mara yvelaze xshirad imeoreben – au, me tavi damanebet da magar nakolebs mogcemt.. im tanxas dzalian scrafad amovigebto.. : ))))))

    კომენტარი by SearCher — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

  2. ლოოოოოოოოოოოოლ 😀

    თანამშრომლობას გთავაზობენ? 😀 😀 😀

    ეგ ფრაზა გავჩითე სადღაც ბლოგზე. ვიღაცას ედო აჩი გეგენავას ფოტო და ეგ ჰქონდა ქვეშ მიწერილი. მერე მე და აჩიმ გავუტრაკეთ მაგრად 😀

    კომენტარი by kesha — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

  3. kesha როგორ მაგრად გამიტრაკეთ? :დ მეგონი რომ მე გაგიტრაკეთ ძალიან არუმენტირებულად 🙂 🙂 ანუ რეალურად )) შეგიძლია გადახედო პოსტებს

    საავტორო უფლების დარღვევა არ უნდა იყოს სისხლისამართლებლივი დანაშაული არამედ სამოქალაქოსამართლებლივი. თავისით დაიცვას სასამართლოში თქო ის ვიგულისხმე. თანაც ფოტო ჩემს სერვერზე არ იყო ატვირთეული. თქვენ გინახავთ ჰოსტინგი სადაც ატვირთულ ფოტოსაც ვერსად ვერ დადებ?მემინახავს, რა ბედნიერი ვარ ალბათ ადამიანური განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე ვდგავარ. მართლა ასე ვფიქრობ მადლობა :დ

    რაც შეეხება “მუზის” დაკარგვას, მუზას სახელმწიფოს ცარება აკარგვინებს ბიზნესსსაც და ყველაფერს. აგალითად ეფლი ძალიან კარგად და უდაჩნად იცავს თავის საავტორო უფლებებს და იმათსასაც ვინც მათთან კავშირშია. აითიუნზის მაგალითი ავიღოთ თუ გინდათ

    კომენტარი by 2kija — ივნისი 29, 2010 @ 01:41 | პასუხი

  4. რიჟას ბაზრობ: თოფაძეს კი არა, კლიპმეიკერს/პროდიუსერს ევალება მაგ შემთხვევაში საავტორო უფლების დაცვა

    კომენტარი by dv0rsky — ივლისი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  5. ისიც კი ეზარებათ ავტორი მიუთითონ, პალიტრამ დაბეჭდა ჩემი ფოტო და ჩვენ ავტორებს არ ვუთითებთო ვერ არიან აი ეგენი

    კომენტარი by fiqro — ივლისი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  6. ამ წერილს სიამოვნებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე (Media.Ge), რა თქმა უნდა, წყაროს მითითებით, და რაღა თქმა უნდა, თუ ავტორის თანახმობაც იქნება,

    კომენტარი by დავით მჭედლიძე — ივლისი 2, 2010 @ 01:41 | პასუხი

  7. კარგი და დროული პოსტია! მადლობა.
    თავად შემხებია ეს პრობლემა და ვიცი, როგორი მტკივნეულია ავტორისთვის, როცა რამეს წაგლეჯენ, წყაროს მიუთითებლად, ნებართვის გარეშე. ასეთი შემთხვევები მქონდა პოეზიაში, ხოლო ფოტოგრაფიაში (მეც ვაქვეყნებ ჩემს ფოტოებს ფლიკრზე), მას შემდეგ რაც ჩემი რამდენიმე ფოტო სხვადასხვა საიტზე უნებართვოდ გადატანილი ვნახე, ერთადერთი რაც შევძელი, ფოტოებზე საკუთარი გვარის დაწერა იყო. სხვა მხრივ, ძალიან რთულია კონტროლის გაწევა.
    ჩემთვის მატერიალურ ქონებაზე მეტად მნიშვნელოვანი სწორედ ინტელექტუალური ქონებაა და მიმაჩნია, რომ მისი წართმევა ისეთივე ქურდობაა (და ისევე უნდა ისჯებოდეს), როგორც მატერიალური ნივთის.

    კომენტარი by keti — ივლისი 2, 2010 @ 01:41 | პასუხი

  8. 2kija
    შენს ბლოგზე პასუხის მოწერა უკვე უაზრობა იყო.. იმიტომ რომ იურიდიული მხარე არ იცი ამ პრობლემის.. მე შენ გიხსნი რა არისკანონის მიხედვიტ და და შენ მიხსნი რაღაც არარეალურ რაღაცებს :)როცა კანონში წერია, რომ ნებისმიერი ნაწარმოების ავტორის უკითხავად ”ნებისმიერი” სახით გამოყენება (ნებისმიერი გულისხმობს ყველაფერს! ბლოგზე ატვირთვას, დაბეჭდვას, გაყიდვას, სახლში კედელზე დაკიდებას, გადამრავლებას და საერთოდ ყველაფერს..)ისჯება კანონით.. რა შუაშია აქ შენ რა მიზანი გამოძრავებს.. ავტორს უნდა ჰკითხო და მორჩა..
    კანონი არაა გამონაკლისი ინტერნეტისათვის.. ინტერნეტი ისეთივე ბაზარია, როგორც ფოტოსამყარი, ან დეზერტირები… ავტორის უფლებებს იცავს კანონი და ამას ვერ გაექცევი..

    დავით მჭედლიძე
    სიამოვნებით დავთანმხდები ამის გამოქვეყნებას. ოღონს გავასწორებ რაღაცებს, დავამატებ ერთ-ორ ახალ ფაქტს და დადე მერე 🙂

    keti
    არაა რთული კონტროლის გაწევა, უბრალოდ ბევრი დროპ და ნერვები მიაქვს :)ელემენტარული კულტურა არაა საქართველოში, თორე განვითარებულ ქვეყნებში ამის პრობლემა არ დგას.. ყველამ იცის, რომ ნაწარმოებები თავისით არ იქმნება და მას ქმნიან კონკრეტული ავტორები. შესაბამისად ამ ნაწარმოებების გამოყენება მათ უკითხავად იციან რომ არის დანაშაული.. საქართველოში, სადაც ხალხის აზრით ”წესები იმიტომ არსებობს რომ დაარღვიო”, კანონი მეორეხარისხოვანია.. რაც არის დანაშაული

    კომენტარი by kesha — ივლისი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

    • სწორედ დროისა და ნერვების გამო… თან ზუსტად აღნიშნე – საქართველოში.
      “საქართველოს ავტორთა საზოგადოების” შესახებ ახლა წავიკითხე (ალბათ მოგვიანებით ჩაამატე) და ძალიან კარგი, თუ ასეთი შედეგები აქვს!

      კომენტარი by keti — ივლისი 25, 2010 @ 01:41 | პასუხი

      • აი ამ დღეებში ველოდები იმედის ჟურნალისტებს: სიუჟეტს ამზადებენ ავტორთა საზოგადოებაზე და მეც ვიქნები ალბათ. და მოისმენთ რასაც საქმიანობს ეს ორგანიზაცია 🙂 მართალია უკვე ძალიან ბევრი მტრები (კანონ დამრღვევები) მოგვესიენ და ძირს გვითხრიან, მაგრამ სასამართლო ჯერ არ წაგვიგია. ეს კი იმას ნიშნავს რომ კანონი ჩვენ მხარესაა ხოლო კანონის იქით ვინცაა მართალი ვერ იქნება ეს აპრიორია..

        კომენტარი by kesha — ივლისი 28, 2010 @ 01:41

  9. კითხვა ავტორს: თუკი ასე გაწუხებს შეი საავტორო უფლებები, რატომ ტვირთავ აბოსლუტურად დაუცველ საიტებზე? ანუ საიდანც თავისულად შემიძლია მეც დავაკოპირო,დაავშეარო ფეისბუქზე?

    ადექი და სანამ ატვირთავ შენი რაიმე მინაწერი გაუკეთე, უხეშად რომ ვთქვათ, დანიშნე რომ შენია : )
    ბევრი ფოტოგრაფის ფოტო მინახავს ასე და სრულიად გასაგებუ ხდება მერე ყველათვის, რომ ეს ვირაც კონკრეტული პირის საკუთრებაა, ასე უამრავი ფოტო ყრია ნეტსი და სთითაოდ ვეძიო მე ავტორები?
    სისულელეს ამბობ.

    კომენტარი by კნუტი — აგვისტო 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

    • ენით აუწერელ სისულელეს ამბობ.. შენ გინდა თქვა რომ კანონი ამბობს ამ შემთხვევაში სისულელეს ხომ? კანონშ ნათლად წერია, რომ ფოტოაპარატის გაჩხაკუნების შემდეგ, უკვე იმ ფოტოს, მილიარდიდან მილიარდ ფოტოს ჰყავს თავის კონკრეტული ავტრი.. თავისით დამოუკიდებლად ფოტო ვერ გაჩნდებოდა, ეს იმედია გესმის..

      ჰოდა რახან ფოტოს ჰყავს ავტორი, გაანძრიეთ ერთი ადგილი და მოძებნეთ, თუ ის ფოტო თქვენ გჭირდებათ.. მე არ მინდა დავამახინჯო ჩემი ფოტო რაიმე წარწერებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე მახინჯმა არ აიღოს და რამეში არ გამოიყენოს, აქაოდა ”უავტორო” ფოტო ვიპოვნეო..

      უავტორო ფოტოები და ზოგადად ნაწარმოებები არ არსებობს დაიმახსოვრეთ ეს ხალხნო.. არც ერთი სივრცე არაა დაცული.. მე ძალიან ტავისუფლად შემიძლია ნებისმიერ ნიშანი მოვაცილო ფოტოს, რასაც ნებისმიერი სხვა ფოტოგრაფი დაადებს და ეგ ზალიან მარტივია.. ამს არც კანონი მავალდებულებს, რომ რაიმე ნიშანი დავადო ჩემს საკუთრებას და არც რამეში უშლის ხელს კანონდამრღვევებს თუ მისი გამოყენება უნდათ..

      სასამართლოში რომ 2000 ლარი მოვუგე ერთ-ერთ ეგეთ ”ნიჭიერს” რომელმაც აიღო ჩემი ფოტო ჩემს უკითხავად, სხვათაშორის იმ ფოტოზე იყო ჩემი სახელი და გვარი და თარიღი, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ დაერღვია კანონი…

      რაც არ იცით და რაშიც ოდნავი გამოცდილებაც არ გაქვთ ნუ გიყვართ იმ საქმის სხვებისათვის სწავლება..

      კომენტარი by kesha — სექტემბერი 15, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: