Kesha's Blog

მაისი 5, 2010

ანტისხეულების თეორია


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ანტისხეულების თეორია
ანუ გზა თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისაკენ

არ ვიცი, სადმე არსებობს თუ არა მსგავსი თეორია, ყოველ შემთხვევაში მე არსად წამიკითხავს (მართალია თეორიები დიდად არც მხიბლავს, მაგრამ მაინც). რაც არ უნდა იყოს, ძალიან დიდი ხანია, რაც თავში მიტრიალებს ეს აზრი და ვფიქრობ, ღირს გაგიმხილოთ თქვენც.

დიდი საიდუმლო არაა, რომ მე საქართველოში საზოგადოების ნასახსაც კი ვერ ვხედავ და ის, რასაც ზოგიერთი `მეცნიერი” საზოგადოებას ეძახის, არის ბრბო, რომელიც დაუფიქრებლად და რეფლექსურად, ინსტინქტურად რეაგირებს ყველაფერზე.. თუ დამიჯერებთ, ჩემი ძაღლიც ისევე გაბრაზდება თუ საჭმელს არ მივცემ, ისევე შემომიღრენს თუ რამეს ვატკენ და ისევე შეუტევს უცხო ადამაინებს, როგორც ეს ჩვენი “საზოგადოება” უღრენს მთავრობას უჭმელობისათვის, ტკივილის მიყენებისათვის და ისევე “უყეფს” ყოველივე ახალს. მე კი ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საზოგადოება ცოტა სხვა თემებზეც უნდა ღელავდეს, კუჭის და ტკივილის რეცეპტორების გარდა სხვა რამეც შეიძლება აწუხებდეს, თუმცა მსგავს “სიპმტომებს” ვერც მე და, ალბათ, ვერც თქვენ ვერ ხედავთ.

ყოველთვის მაღიაიზიანებდა ხალხის შეგუებადობა პრობლემებთან. ის, რაც მე შინაგანად მაშფოთებდა, ვფიქრობდი, რომ ჩემსავით აშფოთებდა სხვასაც, თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ რამდენიმე `მონათესავე სულის” გარდა, ჩემი შეშფოთებები ყველას მეასეხარისხოვან ფეხზე ეკიდა. ჩემს თვალთახედვის არეში სულ თავიდან მოხვდა ავტობუსების გაჩერებებზე ჩალეწილი შუშები და ავტობუსებში დახეული და დასერილი სკამები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან გამოვთქვი აზრი ამის შესახებ, ჩემს გარშემო ადამიანი ვერ ვნახე, ვინც რეალურად ჩემთან ერთად დადგებოდა და პროტესტს გამოთქვამდა ამ უმსგავსობაზე. კი ყველა ამბობდა, რომ ეს ცუდია, მაგრამ რეალურად ამის იქით არავინ მიდიოდა, თითქოს ეს არ იყო რეალური პრობლემა. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, როცა `დამნაშავე” გაჩერების შუშაზე მარკერით წერდა რაღაც უცნაური კალიგრაფიით რაღაც სისულელეს, გაჩერებაზე მდგომი არც ერთი ადამიანი ხმასაც კი არ გასცემდა და არც კი ეცდებოდა ხელი შეეშალათ ამისთვის. აღსაშფოთებელია, მიწისქვეშა გადასასვლელებში (ქაშუეთთან და თავისუფლების მოედანზე) ლამაზად გაწყობილი დეკორაციები, ნახატები და ეროვნული საგანძურის საჩვენებელი აბრები რომ ჩალეწეს და დღეს ერთსაც კი ვერ ნახავთ მთელს. რა არის ეს? ნუთუ ეს არაა ის ელემენტარული რამ, საიდანაც საზოგადოება უნდა იწყებოდეს? ადამიანები, რომელთათვისაც ასეთი მცირედი რაღაცები არაფერს წარმოადგენს, ვერასოდეს ვერ შექმნიან რაიმე დიდსა და ღირებულს. ყველაფერი იწყება ელემენტარულიდან. წერა-კითხვა იწყება `აი ია”-თი.

ახლა კი ეს ყველაფერი განვიხილოთ `ანტისხეულების თეორიის” ფარგლებში. თეორიის შინაარსი ძალიან მარტივია: ისევე, როგორც ცოცხალ ორგანიზმს ძალუძს გამოიმუშავოს ანტისხეული ყოველი დაავადებისათვის, საზოგადოებასაც, რომელიც ასევე ცოცხალ ორგანიზმად მოიაზრება, უნდა ჰქონდეს უნარი, გამოყოს ყოველ მანკიერებასთან საბრძოლველად “ანტისხეულები”. აი მაგალითად: ჩამოყალიბებულიყო ჯგუფი, რომელიც სერიოზულ ტალღას ააგორებდა იმ სარეკლამო აბრებისა და ავტობუსების გაჩერებების ჩალეწვის საწინააღმდეგოდ, გალანძღავდა ამ პროვინციალიზმსა და არაადამიანურ საქციელს. არამგონია რაიმე შედეგი არ გამოღო, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდა და ისე არ ჩაივლიდა ეს ყოველივე, როგორც ახლაა: თითქოს კარგი მოხდა, რომ ყველა გაჩერება ჩალეწილია და საზოგადოებაც `შეეგუა”. ჩემთვის გაცილებით უფრო ღირებული იქნებოდა ის საპროტესტო აქციები, რომელიც მსგავსი მანკიერებების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური აქცია.

თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკას, ეს თეორია აქაც მუშაობს: როდესაც მოსახლეობაში გავრცელდა “დამღუპველი შხამი” სახელწოდებით “ნოღაიდელი”, საგოდოების პროტესტი არ გასცდენია ტელევიზორის ეკრანთან წამოთქმულ რამდენიმე ნაბზღუნევ სიტყვას. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, ხალხი აეროპორტში დახვედროდა და კარგი საპროტესტო სამაგალითო აქცია მოეწყო ადამიანისათვის, რომელიც მადლობას უხდიდა ჩვენი ქვეყნის მტერს. მაგრამ არაფერიც არ მომხდარა: ყველაფერმა ისე ჩაიარა, თითქოს ხალხს არ აწუხებს ეს “შხამი”. რუსეთში კი ასეთი წყნარი დახვედრა ნოღაიდელის ლეგიტიმაციად აღიქვეს. ლოგიკურიცაა, თუ არ გვაწუხებს ესე იგი “ორგანიზმმა” მიიღო “შხამი” უმტკივნეულოდ და იგი ამ “ორგანიზმში” ძალიან დიდხანს დარჩება, როგორც ყველა სხვა “შხამს” ახასიათებს. ნაღაიდელს ჯანდაბამდე გზაც ჰქონია, მაგრამ ლოთი ქობალიას თუ მოითმენდა ხალხი, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. აფერუმ ქართველების უნარს შეეგუონ და გადაყლაპონ ყველაფერი, რასაც პირში ჩაჩრიან.

რამდენი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, ალბათ, უამრავ ფურცელს “შევიწირავ” და, მართალი რომ გითხრათ, არც ხალისი მაქვს ბევრის წერის. რაც მეტს დაწერ, მით ნაკლებს წაიკითხავს “საზოგადოება”.. მაგრამ ერთ ფაქტს მაინც ვერ ავუვლი გვერდს. ჩემი თეორია უპირველეს ყოვლისა მიმართულია ისეთი “ანტისხეულების” გამოყოფისაკენ, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” და მის მსგავს ნებისმიერ ექსტრემიტულ ორგანიზაციას. რამდენჯერ უნდა მოხდეს უკვე ფიზიკური დაპირისპირება, სადაც ერთ-ერთი მხარეა “მმკ”? მაინტერესებს, როდემდე ეყოფა გამძლეობა და მოთმინება საქართველოს “ინტელექტუალურ ელიტას”, განათლებულ და პროგრესულ ახალგაზრდა თაობას, პროფესორ მასწავლებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს? და ყველაზე დიდი კითხვა: რატომ არ გამოყოფს “ანტისხეულებს” თვითონ მართლმადიდებლური ეკლესია? ეს ხომ პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ფუძისეულ პოსტულატებს, რაზეც ემყარება ეკლესია? მსურს პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინო, რომ “მმკ”-ს ქმედება არის არაკანონიერი და მიმართულია იმ უმთავრესი უფლების დათრგუნვისაკენ, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა – თავისუფალი არჩევანის უფლების წინააღმდეგ. (სხვათაშორის ძალიან ნასიამოვნები ვიყავი, როცა სააღდგომო ეპისტოლეში საკმაოდ მკაფიოდ იყო საუბარი მოღალატეებზე და ღალატზე).

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” წინ გამართული სტუდენტური საპროტესტო აქცია “მმკ”-ს გამოხდომების წინააღმდეგ გამოყოფილი ერთგვარი “ანტისხეული” იყო, თუმცა ჩანასახოვანი, მაგრამ მაინც იყო. ის გამოდიოდა იმის წინააღმდეგ, რასაც “საზოგადოებრივი შხამი” აკეთებს უკვე რამდენი წელია. მე მივესალმები ამას. ეს ჩემი თეორიის გამარჯვებას ადასტურებს. ესე იგი ის მუშაობს და მხოლოდ ფურცელზე დაწერილ ჩემს იდეებს არ წარმოადგენს.

სანამ საზოგადოების ყურადღება ხელისუფლების დამხობიდან ან განდიდებიდან, ასეთ პერიფერიულ, წერტილოვან და კონკრეტულ პრობლემებზე არ გადანაწილდება, მანამდე ვერ ვიხილავთ რეალურ შედეგს. მანამდე მუდმივად ვიქნებით განვითარების ქრონიკულ საწყის დონეზე.

Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. madloba minda gadavuxado am werilis avtors, rac mets vixmaurebt, mets davcert, mets vilaparakebt saqartveloshi arsebul “religiur sibneleze” da sazogadoebriv vandalizmze mit mets aviyoliebt… patara ganmartebasac gavaketeb ; damsxvreuli gacherebebi daxeuli sazogadoebrivi transportis savarzlebi da ase shemdeg ,gamomcvevi mizezia ershi arsebuli moqalaqeobrivi tvitshegnebis ar qona + mocharbebuli agresia… zustad ar agresiis sublimacias rom iscavlis eri sazogadoebrivad sasiketo saqmeshi, mashin shedgeba qartuli sazogadoeba!

    კომენტარი by kakha — თებერვალი 24, 2014 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: