Kesha's Blog

მაისი 10, 2010

“ქოლგა 2010”, ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

“ქოლგა 2010”,
ანუ ერთი ნაბიჯი წინ, ათი ნაბიჯი უკან

რომ არ დამეწერა ამის შესახებ, ვერ მოვითმენდი…
გუშინ, 9 მაისს, ევროპის საერთაშორისო დღეს, გაიმართა ფოტოკონკურს “ქოლგა”-ს წლის 100 საუკეთესო ფოტოს გამოფენა. ამ შემთხვევაში სიტყვა “საუკეთესო” ბუტაფორიას წარმოადგენდა..

არადა, საკმაოდ ორიგინალური ჩანაფიქრი იყო, გამოფენის “მშვიდობის ხიდზე” ჩატარება, უცხო გარემო, სასიამოვნო ხედი გარშემო, სუფთა ჰაერი, მაგრამ ეს ყველაფერი მეათასეხარისხოვანი გახდა, როცა ფოტოებს გადავავლე თვალი..

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ “ქოლგამ” გამოაცხადა 2010 წლის ფოტოკონკურსზე სურათების მიღება, თუმცა აქვე დაამატეს, რომ რამე კონკრეტულ ჟანრს არ მიანიჭებდნენ უპირატესობას და ფოტოგრაფებს ნამუშევრების შეტანა “თავისუფალი თემა”-ზე შემოგვთავაზეს. მე პირადად ნამუშევრების მიღების უკანასკნელ დღეს შევიტანე 5 ფოტო და ყველა სხვადასხვა ჟანრის: პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრი, არქიტექტურა… უცებ მეორე დღეს გადის სიუჟეტი ნიუსებში, რომ ქოლგის ჟიურიმ აარჩია 100 ნამუშევარი.. თავიდანვე არალოგიკურად მეჩვენა, რომ საკონკურსო ნამუშევრების მიღების დამთავრებიდან 2 დღეში 2000 ფოტოდან, ასე მალე შეარჩიეს 100 საუკეთესო. და სამწუხაროდ ჩემი ეჭვი არ აღმოჩნდა უსაფუძვლო..

წელვანდელი ტოპ 100 ფოტოდან ამ სტატუსს მხოლოდ 20 თუ დაიმსახურებდა, მართლა რომ თავისუფალი თემის ფარგლებში აერჩიათ ფოტოები. მისულ საზოგადოებას ხელში შერჩათ ფოტოები ჟანრში “ლტოლვილები”.. ფოტოების დიდი ნაწილი წარმოადგენდა უშუალოდ დევნილების ან მსგავსი ასოციაციის გამომწვევი ფოტოების უნიჭო ნიმუშებს. მაინტერესებს ფოტოკონკურსის ჟიურიმ, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა “თავისუფალ თემაზე” შემოტანილი ფოტოებიდან აერჩია 100 საუკეთესო ფოტო, როგორ მოახერხა 90 ფოტოზე გამოსახული ყოფილიყო სოციალური შინაარსის მატარებელი ფოტოები: ბავშვები სილაზე, ბავშვი ჩამონგრეულ კედელთან, ბავშვები უყურებენ ტელევიზორს, მშობლები და ბავშვები სხედან ოთახში, მოხუცები, ბავშვები, ბავშვები, მოხუცები და ასე უსასრულოდ.. არც ერთი – პეიზაჟი, არქიტექტურული ნიმუში, გლამური, ქალაქის ფოტო, პანორამა, ბუნება, მინიმალი.. არაფერი ადამიანების გარდა.. მე ვერ ვნახე ფოტოგრაფი, რომელსაც მოეწონა 100 “საუკეთესო” ფოტო..

ასეთ ქმედებას ეწოდება უპასუხისმგებლობა, სინაგლე, მოტყუება, უპატივისმცემლობა და “თქვენი აზრი ფეხებზე მკიდიაობა”…
თუ სურდათ მსგავსი ხასიათის ტოპ 100 მიეღოთ, გამოეცხადებინათ კონკრეტული ჟანრი და, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უკეთეს ფოტოებს მიიღებდნენ იგივე “მოხუცები-ბავშვების” ჟანრიდან, ვიდრე ახლა გამოგვიფინეს.. უბრალოდ საწყენია, რომ კონკურსის ადმინისტრაცია ატყუებს იმ ფენას, რომელზედაც არის გათვლილი ეს კონკურსი.. მე პირადად არანაირი სურვილი არ შემრჩა, “ქოლგის” შემდეგი წლის კონკურსზე ფოტოების გატანის… და კარგი იქნება, თუ ზოგადად ფოტოგრაფთა საზოგადოება ბოიკოტს გამოუცხადებს მატყუარა კონკურსს..

კი მაგრამ, რისთვის ტარდება მსგავსი კონკურსები? ამას ყოველთვის აქვს მიზანი. ქოლგის ორგანიზატორებს ზოგადად ასეთი კონკურსების აზრი აშკარად ვერ გაუგია: კონკურსი უნდა იყოს საუკეთსოს არჩევის ფაქტი. საუკეთესოდ მიჩნეული ფოტოები კი უნდა იყოს ერთგვარი მასტერკლასი სხვებისათვის, ვისი ფოტოებიც ვერ გავიდა, ვინც ფოტოგრაფობას აპირებს და სხვა.. ეს უნდა იყოს ეტალონი და აქედან ხალხი უნდა სწავლობდეს, თუ როგორი ფოტოები უნდა გადაიღო, უნდა დახვეწოს თავის ხედვა და გაიზარდოს. კონკურსზე მისულ ხალხს უნდა გაუჩნდეს ერთაერთი აზრი: “რა მაგარია”! “ყოჩაღ, ამის გადამღებს”! “რა ლამაზად დაჭერილი კადრია”! “რა განსხვავებული ხედვაა”! და სხვა.. კონკურსზე რომ მივა დამწყები ფოტოგრაფი და მიწასთან გაასწორებს (თანაც არგუმენტირებულად) ტოპ 100 ფოტოდან 40 ფოტოს, ეს არის კატასტროფა, გემოვნების დეგრადაცია და უკან გადადგმული ნაბიჯი.. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდათ ამ ფოტოების არჩევით კონკურსის ორგანიზატორებს, მაგრამ ფაქტი ერთია: უკმაყოფილებისა და ორონიული ღიმილის მეტი ვერაფერი ვერ ამოვიკითხე მაყურებლის სახეებზე…

პ.ს.
თავი ვიგრძენი არასრულფასოვან ფოტოგრაფად, რადგან გალერეაში არა მაქვს ლტოლვილების არც ერთი ფოტო.. ერთი უნდა ჩამოვუარო დევნილების ბანაკებს და დანგრეულ კედლებთან უნდა გადავუღო ბავშვებს..

Advertisements

12 Comments »

  1. საინტერესოა,
    აუცილებლად უნდა ვნახო ფოტოები…

    კომენტარი by teiia — მაისი 10, 2010 @ 01:41 | პასუხი

    • 🙂
      arada imedgacruebuli darchebi dzalian 🙂

      კომენტარი by kesha — მაისი 10, 2010 @ 01:41 | პასუხი

  2. ra cudia aseti rame rom xdeba magram ratomgac ukve meramdened gaismis qolgis misamartit aseti shefasebebi….
    moqmedeba da reaqciebi ki ar chans

    კომენტარი by ლილიანი — მაისი 10, 2010 @ 01:41 | პასუხი

  3. კარგი იქნება, თუ მოახერხებ და რამდენიმე ფოტოს დადებ. გასული წლის კონკურსზეც მითხრა აქაურმა, პოლონელმა ფოტოგრაფმა,(რადეკ პოლაკმა) არ იყო ფოტოები კარგად შერჩეულიო. ცუდია…

    კომენტარი by ლოლიკა — მაისი 10, 2010 @ 01:41 | პასუხი

  4. vecdebi movidzio fotoebi 🙂 tumca 12-shi anu xval ukve daxurvis ceremoniali ikneba da saitzec daideba ukve 100 foto 🙂

    კომენტარი by kesha — მაისი 11, 2010 @ 01:41 | პასუხი

  5. heh, dges vyvebodi am posTis shesaxeb da chemma megobarma, chemma bidzashvilma(mamidashvilma-deidashvilma)c igive Tqvao d abolos agmochnda, rom erTi da igiveze vsaubrobdiT, anu shenze 😀

    კომენტარი by LiLaC — მაისი 11, 2010 @ 01:41 | პასუხი

  6. lol 😀 raoden sasiamovnoa amis mosmena, chemtvis, chainiki blogerisatvis 😀 😀

    madloba

    კომენტარი by kesha — მაისი 11, 2010 @ 01:41 | პასუხი

  7. ratom xdeba yoveltvis egeti rameebi ver vxvdebi aqartveloshi arakompetenturi da usamarlo xalxi cxovrobs :(:(:( shen guli ar gaitexo propesionalizmi oveltvis dafasdeba uralod dro schirdeba ::*:*

    კომენტარი by miki — მაისი 15, 2010 @ 01:41 | პასუხი

  8. ჰმმ.. ქოლგის მარტო ერტი გამოფენა მაქვს ნანახი და ისიც ანაბეჭდის გამოფენა იყო და მას მერე არც მივსულვარ..
    გამატებ ლინკებში

    კომენტარი by fiqro — ივლისი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  9. მადლობა ფიქრო 🙂
    ჰო მე სამწუხაროდ ყველა ვნახე 😀

    კომენტარი by kesha — ივლისი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

  10. აი, ამაზე ვფიქრობ ხოლმე – თემით სპეკულირება მგონია ეგ – მოხუცები, ბავშვები, ნანგრევები. თან შავ–თეთრიც თუა ფოტო, ხომ უკეთესი (ძირითადად ასეც არის). რა თქმა უნდა, გულდათუთქულია ჟიური (ალბათ) : )

    არადა, ბევრი რამ არის გადასაღები. მე მაინც მგონია, ფანტაზიის და ხედვის ნაკლებობის ბრალია და ერთმანეთის მიბაძვით იოლად გადიან ფონს, თან იციან – ეს ჯერ კიდევ მოქმედებს.

    კომენტარი by keti — ივლისი 25, 2010 @ 01:41 | პასუხი

  11. იცით რა არის ხალხო? ცოტათი მოგვიანებიტ, მაგრამ მაინც მინდა ორიოდე სიტყვა დავამატო თქვენს ნასაუბრევს… მოკლედ, ეს კველაფერი რაც საქართველოში ხდება, ყველა კონკურსი, ყველა შეჯიბრი და ა. შ., კეთდება მხოლოდ და მხოლოდ (მე ხაზს ვუსვამ მხოლოდ) გაეროს და ევროკავშირის დამკვირვებლებისთვის… ეს ხალხი მართალია ცოტანი არიან და მხოლოდ ერტი ან ორი მათგანი იქნებოდა “ქოლგაზე” მოსული, მაგრამ იმათ ყველაზე მეტის თქმა შეუძლიათ ‘იქ’…რომ კონკურსებზეც და შეჯიბრებებზეც კი მხოლოდ და მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა აინტერესებთ სრულიად საქართველოს ფოტოგრაფებს და მეტი არაფერი….

    ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ერთი დიიიიდი პიარი და მეტი არაფერი…

    კომენტარი by zedgo — სექტემბერი 27, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: