Kesha's Blog

ივნისი 19, 2010

როცა ბურთს აგორებენ ვარსკვლავები


Design by Mikheil Samkharadze [Me]
© All rights reserved.

ვერაფრით ვაპატიებდი ჩემ თავს, რამე რომ არ დამეწერა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.
რამდენიმე ერთმანეთისაგნ განსხვავებული რამ მიტრიალებს თავში, რაც ალბათ უპრიანი იქნებოდა, ცალცალკე რომ დამეწერა, მაგრამ ვეცდები, ერთ სტატიაში გავაერთიანო.

მსოფლიოს თვალი
დედამიწის მოსახლეობის ალბათ აბსოლური უმრავლესობა ვისაც კი ტელევიზორი გააჩნია, ალბათ თვალს ადევნებს ამ სანახაობს. ეს ხომ ყველაზე დიდი მოვლენაა, მე თუ მკითხავთ, ოლიპმიადაზე დიდიცაა… ფაქტია, რომ ყველას მზერა ერთი სფეროსკენაა მიმართული – “ჯაბულანისაკენ”. მსოფლიოს ჩემპიონატის სული ეტყობა ყველას და ყველაფერს.. ყველას ტელევიზორი აჩვენებს ერთსა და იმავეს.. მოკლედ სრული საფეხბურთო ატმოსფეროა.

მომწონს ორგანიზება ძალიან, ისიც მომწონს, რომ აფრიკის კონტინენტზეა ტურნირი.

თუმცა იგივეს ვერ ვიტყვი გუნდების თამაშის სტილსა და ხარისხზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო.. დღე არ გავა, რომ უღიმღამო თამაშით არ დაგწყდეს გული.. განსაკუთრებით ის გუნდები გწყვეტენ გულს, რომელთა მოგებაც და სანახაობრივი თამაშიც ეჭვქვეშ არასოდეს დგება.. მაგრამ…

ჰო და მაგრად არ მევასება პირველი არხის კომენტატორი.. ძააალიან საშინლად მიჰყავს რეპორტაჟი, მაგალითად: “არიენ რობენი, ალბათ ძალიან წუხს, რომ (სრული სიჩუმე.. გადის 20 წამი), რომ ვერ ეხმარება თავისი (ისევ დუმდება.. გადის კიდევ 15 წამი) ქვეყნის ნაკრებს.. მაგრამ (ჩაკვდა ისევ 20 წამით) მალე ითამაშებს ალბათ..” ნერვები მაწყდება.. სანამ რამეს იტყვის უკვე მავიწყდება რას ჰყვება.. კვერცხია რა..

საშინელი ზზზუზზზზზუნი..
ეს “ვუვუზელა” თუ ბზუალა თუ საშინელება უნდა მოაშორონ სტადიონებიდან. მატჩის ყურებისას, ხმას ვუწევ როპ არ მოვსიმინო ის მონოტონური საშინელი ბზუილი, ნერვოზს მიქმნის. წარმომიდგენია ფეხბურთელები რა დღეში იქნებიან.. ამ ზანგებს ცოტა ვერა აქვთ მოწყობილი აზროვნების ორგანო ნორმალურად… “მუსიკალური” საკრავი რომ ჰქვია ამ სადო-მაზოხისმის ინსტრუმენტს უბრალოდ ირონია და დაცინვაა..

ქართველი “ფანები”
აი ეს არის ის ყველაზე ცუდი მომენტი, რაზეც ალბათ შეუჩერებლად შემიძლია, ვილაპარაკო. რა მატრაკვეცობაა ეს არ მესმის.. აქაოდა მეც ნახირნახირო და ვითომ ვზეიმობთ ამ ჩემპიონატს.. ეს ყველაფერი არ იქნებოდა გამაღიზიანებელი, რომ არ ვხედავდეთ, რას აკეთებენ ეს “ფეხბურთის მოყვარულები” საქართველოს ნაკრების თამაშებზე. მე არ მინახავს ეს ადამაინები სახეშეღებულები და დროშებით და მაისურებით და სანაკრებო გასამხნევებელი სიმღერის მოღიღინეები სტადიონზე. არაა ეს კარგი რა.. თუ გიყვარს ფეხბურთი და გამოხატავ მისდამი სიყვარულს, რომელიმე საფხებურთო ნაკრების ქომაგობით, არ ნიშნავს ეს აპრიორი რომ ფეხბურთი გიყვარს. ეს რაღაც უფრო მოდურ ახირებას ჰგავს და კონკრეტული დაწესებულებების (რესტორნების, კაფეების და სხვ.) გადმდიდრებას უფრო ემსახურება ვიდრე ფეხბურთის სიყვარულს. ასეთი მოტივირებული და ორგანიზებული გულსემატკივრები რომ დადიოდნენ ჩვენი ნაკრების თამაშზე, ალბათ ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა, ლამაზად და ამაღლებულად და იქნებ მერე ჩვენ ნაკრებსაც მოენდომებინა მეტი და მეტი.. მე იმას არ ვამბობ, რომ არ მივიდნენ და არ უგულშემატკივრონ მაგალითად გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს (იტალიას და საფრანგეთს რატომ უნდა უგულშემატკივრო არ მესმის.. განსაკუთრებით საფრანგეთს.. საფრანგეთს რა, ალჟირის ნაკრებს..), ინგლისს, ჰოლანდიას, არგენტინას და ბრაზილიას და სხვებს და სხვებს… მაგრამ როცა საქართველო ეთამაშება ამ ნაკრებებს, ისევ იგივე ნაკრებებს რომ გულშემატკივრობენ ეს უკვე არის არაპატრიოტიზმი და აქ უკვე ფეხბურთის სიყვარული არაფერშუაშია (საქართველო იტალიის თამაშზე ხალხი იტალიის მაისურებითა და სახეზე იტალიის დღოშამიხატულები მოვიდნენ) .. მატრაკვეცობა, პოხონდრიობა და ძალით ორიგინალურობის სინდრომია..

რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერ ვწყვეტ თვალს ამ ჩემპიონატს.. მინდა ლამაზი ფეხბურთი ვიხილოთ

ყველას გისურვებთ თქვენს საყვარელ ნაკრებს მოეგოს, მაგრამ მოიგებს მხოლოდ ერთი.. უეჭველი ვიცი, მარტო ერთი ნაკრები მოიგებს.. 😛

Advertisements

2 Comments »

  1. მოკლედ..
    ბევრ რამეში გეთანხმები..
    როგორ გითხრა, მე ძალიან კარგად მესმის, რატომ უნდა უგულშემატკივრო იტალიის ნაკრებს..

    რაც შეეხება საქართველო-იტალიაზე მატრაკვეცებს, მეც შენს აზრზე ვარ..

    როგორ უნდა უგულშემატკივრო სხვა გუნდს, როცა შენი თამაშობს?

    კომენტარი by vasasi — ივნისი 19, 2010 @ 01:41 | პასუხი

  2. არა მეც არ ვარ წინააღმრდეგი რომ ვინმე სუგულშემატკივრონ, მაგრამ ეს ამაზრზენია, როცა საკუთარ ნაკრებს არ გულშემატკივრობ, ბილეთში ფულის გადახდა გენანება და ამ დროს მაგალითად საფრანგეთის ან იტალიის თამაშის საყურებლად მიდიხარ და იქ იხდი 40-50 ლარს მინიმუმ.. ეს არის ცუდი ფაქტი 🙂 და არ აქვს მნიშვნელა ამის მერე ვის გულშემატკივრობ და გიყვარს თუ არა ფეხბურთი 🙂 აქ უკვე ფეხბურთი აღარაა მთავარი..

    კომენტარი by kesha — ივნისი 19, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: