Kesha's Blog

ივნისი 20, 2010

The French Angel


[სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ავტორის სახელი და გვარი, ვინაც დახატა ეს პორტრეტი, თუ ვინმეს გექნებათ ინფორმაცია, მომაწოდეთ და მივუთითებ]

მორის ტილე (Maurice Tillet) (მოგვიანებით მას სხვა მრავალ ზედმეტსახელთან ერთად, ამერიკელებმა ფრანგი აგელოზი შეარქვეს – “the French Angel”) დაიბადა საფრანგეთში დაახლოებით 1903 წელს. მორისი იყო უაღრესად განათლებული ახლგაზრდა კაცი, საუბრობდა 14 სხვადასხვა ენაზე. ბევრმა არ იცის, რომ იგი იყო პოეტი და ისწრაფვოდა მსახიობობისკენ.

თუმცა 20 წლის ასაკიდან მას განუვითარდა იშვიათი დაავადება – აქრომეგალია – რომელიც იწვევს ადამიანის ძვლების არანორმალურ ზრდას, რის შედაგადაც დამახინჯებამ მიიღო სავალალო პროპორციები ( ამ დროს ის უკვე მოჭიდავე გახლდათ და დაავადების გამო მას თანამედროვეები ”ანდრე გიგანტს” ან ”გოლიათ ანდრეს” ეძახდნენ).

მალე მისი ცხოვრება აუტანელი გახდა, ტკივილმა და ტანჯვამ, რომელსაც ის იღებდა ყოველდღე ქუჩაში გასვლისას, მორისი იძულებული გახადა დაეტოვებინა თავის სამშობლო. იგი ამერიკაში აგადაბრგდა, სადაც საჭიდაო წრეებში მას მალევე შეარქვეს ”რინგის შიშისმომგვრელი კაციჭამია” (”The Freak Ogre of the Ring”).

მას სურდა, მიეღწია ჭიდაობის მწვერვალისათვის და 1944 წლის 1 აგვისტოს ამერიკის ჭიდაობის ასოციაციის მიერ გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში დაამარცხა სტივ ქეისი ”დამანგრეველი”. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ცოტა მეგობრებიც შეიძინა, მათ შორის იყო ბიზნესმენი პატრიკ კელი (Patrick Kelly), რომელსაც ხშირად სტუმრობდა მასაჩუსეცში, ბრაინთრიში, სადაც ჭადრაკს თამაშობდნბენ ხოლმე.

1954 წელს 51 წლის ასაკში მორი გულის პრობლემების გამო სარეცელს მიეჯაჭვა. გადაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა მოჭიდავე ბობი მანაგოფმა (Bobby Managoff) ნებართვა ითხოვა, რომ მისი უჩვეულო სახის ანალოგიური ნიღაბი დაემზადებინათ. დამზადდა თაბაშირის 3 ნიღაბი: ერთი გადაეცა მილო სტეინბორნს (Milo Steinborn), ხოლო დანარჩენი ორი მორისის კარგ მეგობარს პატრიკ კელის უსაჩუქრეს. სტეინბორნმა ნიღაბი უსახსოვრა იორკ ბარბელ მუზეუმს (York Barbell Museum – USA Weightlifting Hall of Fame in York, Pennsylvania). კელის კუთვნილი ნიღბებიდან ერთი მის კაბინეტში სამუშაო მაგიდაზე იდო წლების განმავლობაში, ხოლო მეორე ნიღაბი გადაეცა აიოვას ჭიდაობის საერთაშორისო მუზეუმს (International Wrestling Museum, Iowa).

არსებობს მოსაზრება, რომ მორის ტილეტის სახე უდევს საფუძვლად CGI-ის მიერ შექმნილ ანიმაციურ პერსონაჟ შრეკს. თუმცა ამ ინფორმაციას არც არავინ ადასტურებს და არც უარყოფს.

აქვე გთავაზობთ ფოტოებს და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდვია.

Advertisements

6 Comments »

  1. ვაჰ, რა მსგავსებაა :O

    კომენტარი by kevana — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

  2. მსგავსება არა 😉 ერთი და იგივეა 😛

    კომენტარი by kesha — ივნისი 20, 2010 @ 01:41 | პასუხი

  3. კეთილი იყოს ჩემი „ფეხი“ ამ საინტერესო ბლოგზე 🙂

    მსგავსება მართლაც დიდია.

    კომენტარი by მაკა ასათიანი — ივლისი 1, 2010 @ 01:41 | პასუხი

  4. მადლობა ყურადღებისათვის 🙂

    კომენტარი by kesha — ივლისი 3, 2010 @ 01:41 | პასუხი

  5. Reblogged this on NocHuRa's Official BLOG.

    კომენტარი by NocHuRa — ნოემბერი 9, 2013 @ 01:41 | პასუხი

  6. ბოდიში, შესწორება მინდა შევიტანო. ეს კაცი ტილე არა ტიიეა. ფრანგულში ი-ს შემდეგ ორი ლ ი-ს განვრცობას იწვევს და ორ ი-დ იკითხება. შესაბამისად ეს კაცი ტიიე და არა ტილე. აქვე ვიტყვი რომ აქრომეგალია არა აკრომეგალიაა და ბარემ სულ მთლად კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ მასაჩუსეტსში და არა მასაჩუსეცში. გმადლობთ. ბოდიში. და კარგი პოსტია. მართლაც გაქვს მორისი შრეკს 🙂

    კომენტარი by MavieDupont — ნოემბერი 9, 2013 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: