Kesha's Blog

ოქტომბერი 7, 2010

წერილი მკითხველს #6

Filed under: წერილი მკითხველს — kesha @ 01:41

წერილი მკითხველს #6
სახელწოდებით “რა არ ხდება…”

დილის 10 საათი, 17 მაისი, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო გადაჭედილია: ათობით ჟურნალისტი და ოპერატორი, ასობით სტუდენტი. სახვადასხვა ბუკლეტის კორიანტელი და დაძაბული, ნერვული აურა… არა, ეს არაა სახელმწიფო გამოცდა, ეს იყო პირველი არჩევნები ჩემს ცხოვრებაში; დღე, როცა დიდი სიამაყით ვატარებდი ჩემი ორგანიზაციის მაისურს და ვიცოდი, რომ ამ დღეს უნივერსიტეტის ისტორია იწერებოდა, გაფაციცებით…
დილის 2:35 წუთი, 18 მაისი, უნივერსიტეტის ფოიეში ჩამოხეული საარჩევნო “პლაკატების” პირამიდები და უძილობისგან მიბინდული თვალების მიღმა ნერვული მოლოდინის ღიმილი… კიდევ 20 წუთიც და წინასწარი პასუხებიც გამოიტანეს… ვიღაც მოწყვეტით გაოგნებული ეშვება კიბეზე ჩამოსაჯდომად, ვიღაც ხელს ართმევს და ულოცავს მეგაბრებს, მე ამას მხოლოდ ფრაგმენტებად ვხედავ და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ ისტორიული მოვლენისა. გამარჯვებით გახარებული პირველად დავჯექი დასასვენებლად. ახლა მხოლოდ ძილი მინდა…

***
უკვე დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და ვწუხვარ, რომ წერამ მეორე პლანზე გადაინაცვლა; უბრალოდ ცხოვრებას არ უყვარს, როცა ადამიანები თავიანთი მიზნების განხორციელებისკენ მიილტვიან… არჩევნების შემდეგ ვცდილობ, კვლავ ვწერო, მაგრამ გული არ მიმდის და ფურცლების დანახვისთანავე ნაფიქრალი ქვიშასავით ძვრება ხელში.
ისე, დამავიწყდა ჩემი მეორე მეს, ანუ მ2-ის გაცნობა, მაგარი “ზანუდა” ტიპია და ტვინს ბურღავს ხოლმე. ახლაც მეჩალიჩება, მასზე დავწერო. ერთადერთი დადებითი თვისება რაცა აქვს, ის არის, რომ მხოლოდ ძილისწინ ჩნდება ხოლმე და მანამდე არ მაწუხებს. მთელი დღე ვშრომობ, ვლაპარაკობ, თავს ვიგიჟებ, ვიღლები, ღამით კი ეს ყველაფერს მიკრიტიკებს, მასწავლის: ასე რატომ თქვი? შენი ამბიციები შენთვის შეინახე; შენი აზრი არ არის ყველგან მთავარი და ასე შემდეგ; თუმცა მეორე ღამეს ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. მე კი იგნორირებას ვუკეთებ და მხოლოდ საკუთარი თავისადმი პატივისცემის გამო ვუსმენ(ის ხომ ჩემი მეორე მეა და ჩემს თავს არასოდეს მივაყენებ შეურაცხყოფას).

მ2-ისაგან განსხავებით ავტორიტეტებს არ ვცნობ. შეიძლება ეგოისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემს თავს ზემოთ არავის ვაყენებ. არ არსებობს ადამიანი, ვის წინაშეც ქედს მოვიხრიდი: ჯერ ვარ მე, ხოლო შემდეგ ნებისმიერი სხვა. ეს ძალიან მეხმარება ხალხთან კონტაქტისას. არ მიჭირს არანაირ ცნობილ თუ უცნობ პირთან საუბარი და ურთიერთობა…
***
ცხოვრება ძნელი თამაშია, რომლის ბოლოშიც “perfect”-ის ნაცვლად ყოველთვის “Game Over”-ი იწერება. ჩვენს გამოგონილ სამყაროში ჩვენ ვიგონებთ ჩვენს თავსაც და ჩვენს მეგობრებსაც. მეგობრობა არაფერია, თუ არა ერთმანეთთან სულიერი სიახლოვე, თუმცა, ესეც გამონაგონია. ყველაფერი ჩვენი გამონაგონია, საბოლოოდ მაინც ჩვენი თავის წინაშე ვდგებით. მეგობართა წრე, არაფერია, თუ არა გართობის საშუალება, დროებითი. იცვლება საახლობლო წრე და გართობის საშუალებები: სოფელი, სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და თითქოს ახალ-ახალ საფეხურებზე ადიხარ, მაგრამ ბოლოს ფინიშის ხაზამდე არმისულს დრო ამოგეწურება…
ყოველდღე ფუსფუსი, ვითომ რაღაცის კეთება, ესეც ხომ გამოგონაგონია. შეიძლება ჩვენი გამონაგონი არაა, მაგრამ სხვის გამონაგონში რაღაცის კეთებაც ხომ აბსურდი და არაფერია…
***
ჩვენი ქვეყანა ვითომდა კოლექტიურია და ერთად უნდა ვიყოთ და ასე შემდეგ _ ტყუილი და ვიღაცის აფიორაა. “კოლექტიური ერთიანობის”, ანუ საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა საქართველო “კოლექტივიზმის მედროშე”. ინდივიდუალისტების ქვეყნის შვილები ვართ და ინდივიდების უაზრო იდეებს ეწირება ეს უბედური ქვეყანა. რატომღაც ვერ ისწავლა ხალხმა, რომ “თავისუფალი ადამიანი” პირობითი ცნებაა. თავისუფალი არავინაა. ყველა ვიღაცის ქვეშევრდომია და ვიღაცის წესებით უნდა ითამაშოს, წინააღმრდეგ შემთხვევაში თქვენ ზედმეტი ხართ. შემდეგ იწყება საპროტესტო აქციები და მცდელობა 2003 წლის შედეგის გამეორებისა, მხოლოდ მცდელობა. ამ ხალხს რასაც მეტს უკეთებ, მით უფრო მეტი უნდა. თავს ევროპას ადრებენ, იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ აფრიკის განუვითარებელ ქვეყნებზე ქვევით მოიაზრებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. უმადურია ხალხი და გაუმაძღარი. ჩვენი გემი ძალიან შორს შევიდა ზღვაში, აღარც უკან დაბრუნება შეგვიძლია, წინ კი ჯერ არაფერი მოსჩანს და მაინც ისევ წინ წასვლა სჯობია უკან დაბრუნებას. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, რომ ამ დიდმა მანქანამ გამართულად იმუშაოს. ზოგი მენაგვე იქნება, ზოგიც _ პარლამენტარი. არ არსბობს ქვეყანა სადაც მენაგვე და მეეზოვე არ არსებობს. მათხოვრებს მუშაობა აზარებათ. იმიტომ, რომ მუქთად ცხოვრებას მიეჩვივნენ. ერთ-ერთმა კი ასე გვითხრა:”დღეს 30 ლარი ვიშოვნე ( ვიფიქრე, ძალიან ბევრი უშოვნია-მეთქი, მაგრამ…), დღეს ვერ ვიმუშავე კარგად, საშუალოდ დღეში 80 ლარს ვშოულობო”.ასეთ კაცს რად უნდა შენი სამას ლარიანი (უკეთეს შემთხვევაში) მეეზოვის სამსახური და დამლაგებლობა? ის უკვე სულით მათხოვარი და მუქთახორაა. ასეთ ადამიანებს არ გავახარებდი. ვისაც შეუძლია, უნდა იშრომოს. არცერთი სამუშაო სათაკილო არაა ( 04.07.2006 )

პ.ს.
ეს წერილები საკმაოდ ძველია 🙂 თარიღებს ამიტომაც ვტოვებ, რომ დროში და სივრცეში არ აიბნეთ…

Advertisements

%(count)s კომენტარი »

  1. არ გეთანხმები… განუვითარებელ ქვეყანათა რიცხვში რომ არ ვართ ამაში სასიხარულო არაფერია. არც ისაა გასაკვირი, ასფალტი რომ დაიგო… ადამიანს განვითარების მოთხოვნა უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც სახელმწიფოს და მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ნუ იტყვი, რომ ქვეყანაში უმუშევართა რიცხვის კატასტროფული მატება მოქალაქეთა სიზარმაცის ბრალია და მე ეხლა იმიტომ ვარ ემიგრაციაში, რომ მანდ მუშაობა მეზარებოდა(ჩემნაირები ათასობით არიან კიდევ). რომ ვიღაცას მათხოვრობა ურჩევნია ღირსეულ ცხოვრებას. კარგია, რომ გჯერა არჩევნების და ესეთი რაღაცეების. თვითმმართველობის პირველ არჩევნებში რომ გავიმარჯვე(თ) მეც ესეთი შეგრძნებები მქონდა, სანამ თვალი არ გავახილე და აღმოვაჩინე, რომ ისეთივე ნაგავში(!) ვიჯექი, როგორც ჩვენი ძვირფასი მთავრობაა, ოღონდ ეს პატარების თამაშს გავდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია…

    კომენტარი by dakarguli — ოქტომბერი 8, 2010 @ 01:41 | პასუხი


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: